მოსწავლეები და მასწავლებლები ინტერნეტზე შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ: რა ეღირება პაკეტი

© photo: Sputnik / Stringerდისტანციური სწავლება
დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტ-პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 გიგაბაიტ მობილურ ინტერნეტს შეღავათიან ფასად – სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებად შესთავაზებენ.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. განათლების სამინისტრომ სამ მობილურ ოპერატორთან – სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ცარიელი საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
საქართველოს დიდ ქალაქებსა და აჭარაში სასწავლო პროცესი 18 იანვარს დისტანციურად განახლდება

მემორანდუმის ხელმოწერა პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ემსახურება.

მემორანდუმის საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისის პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტის პაკეტით ისარგებლებენ. ინტერნეტ-პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ-პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტ-პაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების გათვლით, 20GB ინტერნეტი საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ–გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ–რესურსების მოსაძიებლად.
მეგაბაიტები იების ნაცვლად: როგორ შოულობს ქართველი პედაგოგი ინტერნეტისთვის ფულს - Sputnik საქართველო
მეგაბაიტები იების ნაცვლად: როგორ შოულობს ქართველი პედაგოგი ინტერნეტისთვის ფულს

პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და პროცედურების გავლა შესაძლებელია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბმულზე - mobile.emis.ge.

სამინისტროს ინფორმაციით, ვებ-გვერდი mobile.emis.ge დღეს, 14:00 საათზე ამოქმედდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2.500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.

18 იანვარს საქართველოს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე სემესტრი იწყება. სასწავლო პროცესი საქართველოს 10 დიდ ქალაქსა და აჭარის რეგიონში დისტანციურ რეჟიმში დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0