მეგაბაიტები იების ნაცვლად: როგორ შოულობს ქართველი პედაგოგი ინტერნეტისთვის ფულს

გამოწერა
გურიის სოფელ ჩიბათის მკვიდრმა, პედაგოგმა ლადო აფხაზავამ უჩვეულო საქველმოქმედო სტარტაპი მოიფიქრა – ის ქოთნებით იებს ყიდის, რათა საკუთარ მოსწავლეებს ინტერნეტის დავალიანება გადაუხადოს. დაწვრილებით – იხილეთ ჩვენი ვიდეო.

ლადო აფხაზავას მთელ საქართველოში იცნობენ. ის უამრავი საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატია, ხოლო 2019 წელს ის მსოფლიოს 10 საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელდა. იმავე წელს განათლების მინისტრმა მას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა.

მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, აფხაზავას არასდროს უფიქრია მშობლიური ჩიბათის დატოვებაზე.

ლადომ საკუთარი თავი მისი აღსაზრდელების საჭიროებებს დაუთმო.

ცოტა ხნის წინ პედაგოგი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ პანდემიის გამო ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

აღმოჩნდა, რომ ლადოს მოსწავლეების ნაწილს არ შეეძლო გაკვეთილებზე დასწრება, რადგან მათ ოჯახებს არ ჰქონდათ სახსრები ინტერნეტის ჩასართავად.

მაშინ მასწავლებელს უპრეცედენტო იდეა გაუჩნდა, რომელსაც უწოდა „იები მეგაბაიტების ნაცვლად“.

ლადომ იების გაზრდა და გაყიდვა დაიწყო. თითოეულის ფასი 19 ლარია, სწორედ იმდენი, რამდენიც ჯდება ინტერნეტის ერთთვიანი პაკეტი.

კეთილ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანეს ყვავილების მაღაზიებმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კერძოდ - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. მათ ლადო აფხაზავას საკუთარი საქონლის რეალიზაციისთვის ადგილი დაუთმეს.

ყველა ახალი ამბავი
0