აშშ-ის სენატორთა ჯგუფი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებს

© photo: Sputnik / Igor Mikhelev / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის კონგრესის შენობა
აშშ-ის კონგრესის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგების წინააღმდეგ გამოსვლის შესახებ განაცხადა კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯოშ ჰოლიმ, ასევე ქვედა პალატის დაახლოებით 140-მა წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. აშშ-ის კონგრესში 6 იანვარს, ამომრჩეველთა კოლეგიის შედეგების დამტკიცების დღეს 11 რესპუბლიკელი სენატორი ამ შედეგების წინააღმდეგ ფორმალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.

„კონგრესმა დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს საარჩევნო კომისია გამოძიების ჩატარებისა და ფაქტების შესწავლის სრული უფლებამოსილებით, რათა სადავო შტატებში არჩევნების შედეგების სასწრაფო ათდღიანი შემოწმება მოხდეს“, - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოცემა The Hill-ს მოჰყავს.

ხელმომწერთა შორის არიან სენატორები ტედ კრუზი, რონ ჯონსონი, ჯონ კენედი, მარშა ბლეკბერნი და სხვ.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერი - Sputnik საქართველო
ბაიდენსა და ობამაზე წინ: ტრამპმა გელაპის გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა

ადრე ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგების წინააღმდეგ გამოსვლის შესახებ განაცხადეს კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯოშ ჰოლიმ, ასევე ქვედა პალატის დაახლოებით 140-მა წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან.

ეს განცხადება შაბათს ერთ-ერთი წამყვანი უცხოური გამოცემების მთავარ თემად იქცა. „ეს გამაოგნებელი მოვლენაა, რომელიც აჩვენებს, რამდენად შორს წავა რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი, რათა შეუერთდეს დონალდ ტრამპის პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას არჩევნები მოპარეს“, - მიიჩნევს გაზეთი Politico.

„ტრამპისა და მისი მოკავშირეების არჩევნების გასაჩივრების „სასოწარკვეთილმა მცდელობამ“ ვაშინგტონში ქაოსში შექმნა“, - აღნიშნავს Washington Post.

გაზეთი წერს, რომ დიდი ალბათობით ეს ნაბიჯი წარუმატებელი იქნება, მაგრამ ის ნიშნავს, რომ ტრამპი რესპუბლიკელებზე კვლავ ზეწოლას ახდენს, რათა მათ მხარი დაუჭირონ „მის უსაფუძვლო მტკიცებულებებს არჩევნების გაყალბების შესახებ“. გამოცემა ასევე წერს, რომ ეს განცხადება ტოლფასია „ღია აჯანყებისა“ სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკონელის წინააღმდეგ, რომელმაც წინა თვეში თანაპარტიელებს სთხოვა, თავი შეიკავონ ლეგიტიმურობის თემაზე საჯარო დებატებისგან, და ჯო ბაიდენს გამარჯვება პირადად მიულოცა.

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი - Sputnik საქართველო
„წლის ადამიანი“: ცნობილი გახდა ჟურნალ Time-ის ვერსია

გაზეთი New York Times ხაზს უსვამს, რომ მრავალი შემოწმებისა და ხმების გადათვლის შემდეგ შტატებმა არჩევნების შედეგების სერტიფიცირება უკვე მოახდინეს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ ტრამპის და მისი მოკავშირეების არჩევნების შედეგების გასაჩივრების თითქმის 60 მცდელობას უარი ეთქვა. ამ სენატორებიდან არცერთს „არ წარმოუდგენია თაღლითობის რაიმე კონკრეტული ბრალდება“. გამოცემას არ სჯერა, რომ სენატორების წინააღმდეგობა არჩევნების შედეგებს შეცვლის, მაგრამ ეს წინააღმდეგობა იმის გარანტიაა, რომ კონგრესის ოთხშაბათის სხდომა „სკანდალად“ იქცევა.

აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა, მათში ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ დამარცხებას არ აღიარებს. გამარჯვებულის ვინაობას ოფიციალურად კონგრესი 6 იანვარს გამოაცხადებს, ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

ყველა ახალი ამბავი
0