თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალმა Time-მა „2020 წლის ადამიანებად“ გამოაცხადა.
მანამდე გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ კანდიდატთა სიაში ასევე შედიოდნენ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი — მედიცინის მუშაკებთან ერთად, და ასევე „მოძრაობა რასობრივი სამართლიანობისთვის“, რომელიც აშშ-ში მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.
Watch: Bruce Springsteen announces the 2020 TIME Person of the Year #TIMEPOY https://t.co/Op4haO8MSz pic.twitter.com/yrbcTew0Tx
— TIME (@TIME) December 11, 2020
„წლის ადამიანები“ მომღერალმა ბრიუს სპრინგსტინმა წარადგინა სპეციალური ვიდეორგოლით, რომელიც გამოცემის Twitter-ზე განთავსდა.
2019 წელს „წლის ადამიანის“ წოდება ჟურნალმა Time-მა 16 წლის შვედ ეკოაქტივისტს გრეტა ტუნბერგს მიანიჭა.