მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენსა და ობამაზე წინ: ტრამპმა გელაპის გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა

© AFP 2024 / ANDREW CABALLERO-REYNOLDSდონალდ ტრამპის მხარდამჭერი
დონალდ ტრამპის მხარდამჭერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა გადაუსწრო ბარაკ ობამას, რომელიც მანადე 12 წელი იყო პირველ ადგილზე, და ასევე ჯო ბაიდენს, რომელსაც გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა მისცა ხმა

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა Gallup–მა (გელაპის ინსტიტუტი) ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა იმ პოლიტიკოსთა გამოსავლენად, რომლებმაც მსოფლიო აღაფრთოვანეს, იუწყება New York Post-ი. 

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
ბევრია ტრამპის მხარდამჭერი: ბაიდენი საიდუმლო სამსახურში მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რეიტინგში პირველ ადგილს აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იკავებს. მას რესპონდენტების 48%-მა მისცა ხმა.

მანამდე, მთელი 12 წლის განმავლობაში, გელაპის ინსტიტუტის რეიტინგში პირველ ადგილს უცვლელად იკავებდა ექს–პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელსაც ამჯერად გამოკითხულთა მხოლოდ 32%–მა მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენს რესპონდენტთა მხოლოდ 13%-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი გამოკითხვის შედეგებს საკმაოდ ღვარძლიანად გამოეხმაურა საკუთარ Twitter–აკაუნტზე:

​„ბარაკ ობამა პირველი ადგილიდან ჩამოვარდა, ხოლო პრეზიდენტი ტრამპი წლის ყველაზე აღმაფრთოვანებელი ადამიანია. ტრამპი პირველია, ობამა — მეორე, ხოლო ბაიდენი — მესამე. ეს საკმაოდ უცნაურია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 3 ნოემბერს ბაიდენმა თითქოს მილიონი ხმით მეტი მიიღო, ვიდრე ტრამპმა, მაგრამ ამ გამოკითხვაში მას ვერც კი უახლოვდება. აქამდე არცერთი ახალი პრეზიდენტი არ ყოფილა ესოდენ შორის ამ ყოველწლიურ გამოკითხვაში“, — დაწერა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გამოკითხვები აშშ–ში უკვე 76 წელია, რაც ტარდება. ყველაზე ხშირად, ყველაზე საპატივცემო ადამიანების სიის სათავეში ამერიკის მოქმედი პრეზიდენტები ხვდებიან. თუ ის პირველი პოზიციიდან ჩამოქვეითდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არაპოპულარულია.

ყველა ახალი ამბავი
0