საქართველოს პრეზიდენტმა გახარიას პრემიერად დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს საღამოს საქართველოს პარლამენტმა გახარიას და მის მთავრობას ნდობა გამოუცხადა და ახლა მას აქვს ორი დღე იმისათვის, რომ მინისტრები ოფიციალურად დანიშნოს.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეორედ ოფიციალურად გახდა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ხუთშაბათს საღამოს საქართველოს პარლამენტმა გახარიას და მის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ახლა მას ექნება ორი დღე იმისათვის, რომ პარლამენტისთვის წარდგენილი მინისტრები ოფიციალურად დანიშნოს.

გიორგი გახარია მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან პიროვნებად არის მიჩნეული. მთავრობის მეთაურის პოსტს 2019 წლის სექტემბრიდან იკავებს. მმართველმა პარტიამ ის განმეორებით პრემიერის პოსტზე 14 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ წარადგინა.

დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

45 წლის გახარია პროფესიით ისტორიკოსია. განათლება თბილისსა და მოსკოვში მიიღო. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. შემდეგ ექვსი წელი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2002-2004 წლებში გახარია ამავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრი გახდა.

საინტერესოა გახარიას ბიოგრაფია, სანამ ის საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა. კარიერა მან რუსეთში დაიწყო. 2004-2008 წლებში ის იყო კომპანია SFK Group-ის გენერალური დირექტორი მოსკოვში; 2006-2009 წლებში – მიწვეული ლექტორი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2008-2013 წლებში გახარიას Lufthansa Service Holding AG. LSG in Frankfurt, Germany-ში აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთში ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობა ეკავა.

გახარია: საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გაგრძელდება >>

გახარია ქართულმა საზოგადოებამ პირველად 2013 წლის მარტში ბიზნეს-ომბუდსმენის რანგში გაიცნო. მაგრამ ყველაზე მეტად ის ხალხს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე (2017 წლის 13 ნოემბრიდან) დაამახსოვრდა. პარალელურად გახარია იყო ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

მანამდე მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელი ანდეს. ეს თანამდებობა 2016-2017 წლებში ეკავა.

ყველა ახალი ამბავი
0