საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

© photo: Sputnik / Stringerდეპუტატები სხდომათა დარბაზში
დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახეა - იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, დანარჩენებმა პოსტები შეინარჩუნეს

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა.

წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა - ყველა მათგანი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია. სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ყველა ადგილი კვლავ ცარიელია.

ლელო საქართველოსთვის - Sputnik საქართველო
ოპოზიცია მთავრობის კონტროლს საკუთარ თავზე იღებს

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელმაც მხოლოდ მინიმალური ცვლილებები განიცადა, ასე გამოიყურება:

იუსტიციის ახალი მინისტრი, თეა წულუკიანის ნაცვლად, რომელიც დეპუტატი გახდა და უკვე საპარლამენტო საქმიანობით არის დაკავებული, გოჩა ლორთქიფანიძე გახდა.

რაც შეეხება დანარჩენ პოსტებს, ისინი შემდეგნაირად განაწილდა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინა ტიკარაძე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
მთავრობის დამტკიცება საპროტესტო აქციის ფონზე: რა ხდება პარლამენტთან

პარლამენტმა ასევე დაამტკიცა ახლა უკვე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. პროგრამის ძირითადი მიზანია კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე არსებული კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.

აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, მთავრობის ძალისხმევა ოთხი საკვანძო მიმართულებით განხორციელდება: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მართვა.

ყველა ახალი ამბავი
0