მთავრობის დამტკიცება საპროტესტო აქციის ფონზე: რა ხდება პარლამენტთან

© Sputnik / STRINGERაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს, თვეზე მეტია საპროტესტო აქციებს ატარებს.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას ახალგაზრდული ორგანიზაციები აპროტესტებენ, იუწყება „პირველი არხი“. 

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს განახლებული მთავრობა ეყოლება: რას ჰპირდება მთავრობა მოქალაქეებს

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა იმართება, რომელზეც დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მის მიერ დამტკიცებულ მთავრობას ლეგიტიმაცია ვერ ექნება.

„ჩვენი პროტესტი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას არ აღიარებს. სირცხვილია არალეგიტიმურ და ერთპარტიულ პარლამენტში ყოფნა, პარლამენტში, სადაც ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ არის“, – განაცხადა მოძრაობის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ნიკა ნარსიამ.

დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა დღეს სწორედ სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების ფონზე მოუხდათ.

კანონმდებლების ნდობის მოსაპოვებლად მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში ასეთი შემადგენლობით შევიდა: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

პარლამენტის ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ამ დროისათვის ოპოზიციური პარტიების 60 წარმომადგენლიდან პარლამენტის მუშაობაში არც ერთი არ მონაწილეობს. მათმა უმრავლესობამ უკვე შეიტანა განაცხადი მანდატზე უარის თქმის შესახებ. ეს საკითხი პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0