მიქანაძე: სამთავრობო პროგრამა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაზეა ორიენტირებული

© Sputnik / STRINGERპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიზანი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე არსებული კრიზისის დაძლევა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ორიენტირებულია ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასა და იმ რეფორმების განმტკიცებაზე, რომელსაც ქვეყნის აღმასვლა ჰქვია, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გივი მიქანაძემ. 

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
მთავრობის დამტკიცება საპროტესტო აქციის ფონზე: რა ხდება პარლამენტთან

დღეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ განახლებულ მთავრობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. 

სამთავრობო პროგრამა ოთხ წელზეა გათვლილი, რომლის ძირითადი მიზანი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე არსებული კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. გარდა ამისა, პროგრამაში აღნიშნულია, რომ 2024 წლამდე საქართველო ყველა რეფორმას გაატარებს იმისთვის, რათა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. 

„მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ორიენტირებულია ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაზე. ჩვენ გვაქვს პრიორიტეტები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებას“, – განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძე მოუწოდებს ოპოზიციას, დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ თავიანთი მხარდამჭერების ინტერესები მაღალი ტრიბუნიდან გაახმოვანონ.

„ის, რომ დღეს ოპოზიცია პარლამენტში არაა, ეს მხოლოდ მათი უპასუხისმგებლობითაა გამოწვეული. ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ და საკანონმდებლო პროცესში ჩაერთონ. მათი პოზიცია და კითხვები ხელისუფლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მიქანაძემ. 

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს განახლებული მთავრობა ეყოლება: რას ჰპირდება მთავრობა მოქალაქეებს

მეათე მოწვევის პარლამენტს გიორგი გახარიამ, ფაქტობრივად, მთავრობის ძველი შემადგენლობა წარუდგინა. ერთადერთი ახალი სახე – იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძეა, რომლისთვისაც აღნიშნული თანამდებობა დროებითი იქნება. რამდენიმე თვეში იგი მთავრობას დატოვებს და ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტს დაიკავებს.

პარლამენტში წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასე გამოიყურება: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

პარლამენტის ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდული ორგანიზაციების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0