პოსტკოვიდური სინდრომის საფრთხე: რა არის ეს და ვის ემართება - ექიმის განმარტება

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიექიმი რეანიმაციაში
ექიმი რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოსტკოვიდური სინდრომის ზოგი გამოვლინება ძნელად განსხვავებელია სხვა სერიოზული დაავადების შედეგებისგან

თბილისი, 19 დეკემბერი ― Sputnik. კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელება ბრძოლის დასასრული არ არის, ვინაიდან ყოველი მეხუთე განკურნებული პოსტკოვიდურ სინდრომს აწყდება, განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, იმუნოლოგმა ნიკოლაი კრიუჩკოვმა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
უარყოფილია კიდევ ერთი მითი COVID-19-ზე: თელ-ავიველი მეცნიერები საზოგადოებას ამშვიდებენ

სპეციალისტმა განმარტა, რა არის პოსტკოვიდური სინდრომი და რამდენად საშიშია იგი.

კრიუჩკოვის თქმით, პოსტკოვიდური სინდრომი ყველაზე ხშირად ხანდაზმულ ადამიანებსა და ქრონიკულ პაციენტებში იჩენს თავს, თუმცა ამისგან არც ახალგაზრდები არიან დაზღვეულები.

„აშშ-დან მიღებული მონაცემებით, გამოჯანმრთელების შემდეგ, ადამიანთა დაახლოებით 20 პროცენტს, მათ შორის ახალგაზრდებს, უვითარდებათ ან უნარჩუნდებათ პოსტკოვიდური სინდრომის ნიშნები. ეს ხდება სხვადასხვა ფორმით და ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს. მაგრამ ადამიანების მნიშვნელოვან პროცენტს ის მაინც აქვს. რაც უფრო ხანდაზმულია ადამიანი, რაც მეტი ქრონიკული დაავადება აქვს, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ [განკურნების შემდეგ] გარკვეული დარღვევები შეუნარჩუნდება“, ― განმარტა ექიმმა.

იმუნოლოგი ამბობს, რომ  პოსტკოვიდური სინდრომის ზოგი გამოვლინება ძნელად განსხვავდება ნებისმიერი სერიოზული დაავადების შემდგომი ბუნებრივი სისუსტისგან. ეს შეიძლება იყოს კონცენტრაციის, ძილისა და მეხსიერების დარღვევა. ასევე, აშკარად შეიმჩნევა გუნება-განწყობის ცვალებადობა და დეპრესიაც კი.

ხმელთაშუა ზღვისპირული დიეტა - Sputnik საქართველო
ახალი კვლევა: ცნობილია დიეტა, რომელიც COVID-19-სგან დაგიცავთ

ამათან არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომლებიც მკაფიოდ განისაზღვრება, როგორც კორონავირუსული ინფექციის აშკარა შედეგები. მაგალითად, ვირუსი, პირდაპირი თუ ირიბი ზემოქმედებით, არღვევს სისხლის შედედების უნარს, რის  გამოც ჩნდება გულთან დაკავშირებული პრობლემები.

გარდა ამისა, ფილტვების მძიმე დაზიანების გამო, შეიძლება შენარჩუნდეს სუნთქვის უკმარისობა, ასევე გულმკერდისა და მუცლის ტკივილი, დარღვევები საჭმლის მონელებაში, ასევე შეიძლება განვითარდეს კუნთებისა და თავის ტკივილი.

რა იცავს ქალებს COVID-19-სგან: დასახელდა დანამატები>>

როგორც კრიუჩკოვი ამბობს, თუ COVID-19-სგან რეაბილიტაციის პერიოდში ადამიანს ამგვარი გამოვლინებები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აქვს, შეიძლება პოსტკოვიდური სინდრომის შესახებ წინასწარი დასკვნა გაკეთდეს. ამასთან ექიმი აზუსტებს, რომ ასეთი ადამიანი არ არის ინფექციის გამავრცელებელი და სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ მის ჯანმრთელობას კი შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს ―პრობლემებმა შეიძლება სუბქრონიკული ან ქრონიკული ხასიათი შეიძინოს, ამიტომ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

ყველა ახალი ამბავი
0