21:24 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (612)
221 0 0

ეფექტი, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში გამოავლინეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, მამაკაცებში არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. გარკვეული საკვები დანამატების გამოყენებამ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის რისკი შეამციროს ქალებში, ამ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნდა პორტალზე MedRxiv.

ექსპერტებმა გააანალიზეს იმ მობილური აპლიკაციის 1,4 მილიონი მომხმარებლის მონაცემები, რომელიც კორონავირუსის სიმპტომებს აკონტროლებს. მონაწილეებს რეგულარულად შეჰყავდათ აპლიკაციაში სხვადასხვა სახის ცნობები, მათ შორის, ინფორმაცია კვებისა და საკვები დანამატების შესახებ.  

დადგინდა, რომ ქალებში, რომლებიც იღებდნენ მულტივიტამინებს, ვიტამინ D-ს, ომეგა-3 ცხიმმჟავებს ან პრობიოტიკებს, კორონავირუსით ინფიცირების რისკი უფრო დაბალი იყო, ვიდრე მათში, ვინც მათ არ იღებდა.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ეფექტი მამაკაცებში არ გამოვლენილა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევას მხოლოდ დაკვირვების ხასიათი ჰქონდა, მეცნიერული დადასტურების მისაღებად კი საჭიროა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების ჩატარება.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (612)

მთავარი თემები