თბილისი, 12 დეკემბერი ― Sputnik. გარკვეული შემადგენლობის კბილის პასტებს კორონავირუსის თითქმის სრულად განეიტრალების უნარი აქვს, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები British Dental Journal-შია გამოქვეყნებული.
მეცნიერული კვლევის მიზანი ― ეს იმის გარკვევა იყო, შეიძლება თუ არა პირის ღრუს მოვლის საშუალებებით კორონავირუსის გავრცელების ტემპების შენელება.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თუთიისა და კალის შემცველი კბილის პასტა კორონავირუსს 99%-ით ანადგურებდა.
გარდა ამისა, დადასტურდა სხვა კვლევის შედეგებიც იმის შესახებ, რომ ცეტილპირიდინის ქლორიდის შემცველი პირის სავლები ვირუსის განეიტრალების ამოცანას ნახევარ წუთში უმკლავდება.
„შედეგები აჩვენებს, რომ ზოგ პასტასა და სავლებს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის გავრცელების შემცირება შეუძლია პირის ღრუში ვირუსების შემცირების გზით“, ― ნათქვამია პუბლიკაციაში.
აღსანიშნავია, რომ კბილის პასტისა და სავლების შესახებ ლაბორატორიული კვლევების შედეგები დადასტურდა კლინიკური გამოცდებითაც, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული 260 პაციენტი მონაწილეობდა.