მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ში მომავალი პრეზიდენტის ვინაობა წყდება: ვის მისცემს ხმას ამომრჩეველთა კოლეგია

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიამერიკის დროშა
ამერიკის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ-ის ისტორიაში უკვე იყო შემთხვევები, როცა ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით გამარჯვებული კანდიდატი პრეზიდენტი ვერ გახდა, ვინაიდან ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებმა ხმები სხვაგვარად გადაანაწილეს.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები ორშაბათს გამართავენ კენჭისყრას, რა დროსაც თავიანთ ხმებს ამერიკის მომდევნო პრეზიდენტს მისცემენ.

როგორც ცნობილია, ქვეყნის ყველა შტატმა უკვე დაამტკიცა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმად ჯო ბაიდენს 538-დან 306 ელექტორალური ხმა ერგო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ის უნდა გახდეს. ბოლო მონაცემებით, ბაიდენს 81,3 მლნ-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო ტრამპს — 74,2 მილიონმა.

არჩევნები აშშ-ში - Sputnik საქართველო
ვინ გახდება პრეზიდენტი: აშშ-ში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები კენჭისყრისთვის ემზადებიან

აღსანიშნავია, რომ ამერიკული საარჩევნო სისტემა არაპირდაპირია, არქაული და საკმაოდ ჩახლართული. რეალურად 3 ნოემბერს ირჩეოდა არა ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები. ფედერალურ კანონმდებლობაში მკაფიოდ გაწერილი ვადების თანახმად, სწორედ ისინი გადაწყვეტენ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ვინაობას 14 დეკემბერს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის ისტორიაში უკვე იყო შემთხვევები, როცა მოსახლეობის ხმების რაოდენობით გამარჯვებული კანდიდატი პრეზიდენტი ვერ გახდა — სწორედ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების მიერ ხმათა სხვაგვარად გადანაწილების გამო.

ამასთან, შტატების უმეტესობაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა კოლეგიის წევრი ვალდებულია ხმა იმ კანდიდატს მისცეს, რომელსაც შტატის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. ზოგ შტატში ეს მოთხოვნა ჯარიმებითაც კი არის გამყარებული.

ცოტა ხნის წინ ავტორიტეტული ორგანიზაცია „გელაპის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 61% არჩევნების არსებულ სისტემას მოძველებულად მიიჩნევს და მის შეცვლას უჭერს მხარს. მათი აზრით, ამომრჩეველთა კოლეგია აღარ ამართლებს თავის დანიშნულებას, იგნორირებას უწევს რა ამომრჩეველთა ნებას და გადაჭარბებულად მეტ უფლებას ანიჭებს სადავო შტატებს, რომლებზეც არის კიდეც დამოკიდებული არჩევნების საბოლოო შედეგი.

დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრისას - Sputnik საქართველო
ტრამპი COVID-19-ზე აცრას ჯერჯერობით არ აპირებს: პრეზიდენტი მიზეზს ასახელებს

ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს ამომრჩეველთა კოლეგიის დოკუმენტაცია 23 დეკემბრამდე უნდა გადაეცეს. ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენები აპირებენ 6 იანვარს გააპროტესტონ საპრეზიდენტო არჩევნების მათთვის მიუღებელი შედეგები.

„ჩვენ, კონსტიტუციის თანახმად, უფრო მაღალი უფლებამოსილება გვაქვს, ვიდრე უმაღლეს სასამართლოს, ვიდრე ნებისმიერ ფედერალურ თუ შტატის მოსამართლეს. როგორც ჩვენ ვიტყვით, ისე იქნება. ეს ვერდიქტი გახდება კიდეც საბოლოო“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მორის ბრუკსმა.      

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პალატის ერთი წევრი მაინც წერილობითი ფორმით გააპროტესტებს რომელიმე შტატის კოლეგიის წევრთა ხმების დამტკიცებას, მაშინ დემოკრატების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა და სენატი, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ, ვალდებული არიან, შეაჩერონ ერთობლივი სხდომა, რათა საკითხი ცალ-ცალკე განიხილონ და კენჭი უყარონ მას.

ყველა ახალი ამბავი
0