ვინ გახდება პრეზიდენტი: აშშ-ში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები კენჭისყრისთვის ემზადებიან

© photo: Sputnik / Dmitry Parshyn / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები აშშ-ში
არჩევნები აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ზოგ შტატში კანონითაა გარანტირებული, რომ კოლეგიის წევრმა ხმა იმ კანდიდატს მისცეს, რომელსაც შტატის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

თბილისი, 8 დეკემბერი ― Sputnik. ამომრჩეველთა კოლეგიის შესახებ აშშ-ის 1887 წლის კანონის თანახმად, 8 დეკემბერს იწურება ვადა, რომელიც შტატების ხელისუფლებებს სასამართლო სარჩელების განსახილველად და ბიულეტენების გადასათვლელად აქვთ გამოყოფილი არჩევნების შემდეგ.

გარდა ამისა, ამ დღიდან აშშ-ის კონგრესს უკვე აღარ აქვს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების უფლებამოსილება.

ნიუ-იორკი, ტაიმს სკვერი პანდემიისას - Sputnik საქართველო
მოსაზრება: დონალდ ტრამპისა და ფარმაკომპანიების ბრძოლა

მომდევნო მნიშვნელოვანი თარიღი აშშ-ის საარჩევნო კალენდარში 14 დეკემბერია. სწორედ ამ დღეს უნდა ჩაატარონ თითოეული შტატის ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებმა კენჭისყრა და ხმა მისცენ პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს. ამომრჩეველთა კოლეგიაში სულ 538 წევრი შედის. ეს რაოდენობა შეესაბამება სენატორებისა (100) და წარმომადგენელთა პალატის წევრთა (435) საერთო რიცხვს პლუს კოლუმბიის ოლქის სამი წარმომადგენელი.

არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება ის კანდიდატი, რომელიც 270 ელექტორალურ (კოლეგიის წევრთა) ხმას მიიღებს. მასმედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა აქვს, ხოლო დონალდ ტრამპს ― 232.

აღსანიშნავია, რომ შტატების უმეტესობაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა კოლეგიის წევრი ვალდებულია ხმა იმ კანდიდატს მისცეს, რომელსაც შტატის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. ზოგ შტატში ეს მოთხოვნა ჯარიმებითაც კი არის გამყარებული.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
როგორც ფილმში: ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გრანდიოზულ ფინალს გეგმავს

მაგალითად, ოკლაჰომაში კოლეგიის წევრი, რომელიც ხმას შტატის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მისცემს, 1000 დოლარით ჯარიმდება, ჩრდილოეთ კაროლინაში ― 500 დოლარით და ასევე შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცენ. ნიუ-მექსიკოში კოლეგიის წევრს ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, ხოლო მიჩიგანში წესის დამრღვევს დაუყოვნებლივ გადაყენება ემუქრება.

უკვე 23 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები სენატის თავმჯდომარესა და ასევე კონგრესის ორივე პალატის საერთო სხდომას წარედგინება. 2021 წლის 6 იანვრისთვის კოლეგიის წევრთა კენჭისყრის შედეგები დამტკიცებული უნდა იყოს, ხოლო 20 იანვარს აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0