თრომბი როგორც კორონავირუსის ერთ-ერთი გართულება - როგორ ავიცილოთ თავიდან

© AP Photo / Armando Francaპანდემია
პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირების 30.918 აქტიური შემთხვევაა, აქედან 20.637 პირი  ბინაზე მკურნალობს.

ეპიდემიოლოგი ეკატერინე ქარქაშაძე ბინაზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის დამარცხებას სახლის პირობებში ცდილობენ, საინტერესო რჩევებს უზიარებს. მისი თქმით საზოგადოებაში პანიკა მატულობს, რაც აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავძლიოთ.

Учёные проверяют новую вакцину от коронавируса - Sputnik საქართველო
კომბინირებული ვაქცინაცია: ბრიტანული და რუსული ვაქცინები თავსებადობაზე გამოიცდება

- პანიკა იმატებს, განსაკუთრებით მას მერე, რაც ადამიანებმა გაიგეს, რომ ამ დაავადებას თრომბოემბოლიის რისკი ახასიათებს. თრომბოემბოლიის რისკი სხვა ვირუსულ ინფექციებსაც ახასიათებს. ღორის გრიპის აფეთქების დროსაც იქნა დაფიქსორებული თრომბოემბოლიის დონის მატება. ამაზე ნუ დავპანიკდებით. მართალია, ეს ძალიან საშიში გართულებაა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ყველაში იყოს, პირიქით, მცირე ნაწილში ვითარდება. ჩვენ გადავიტანეთ ღორის გრიპის ეპიდემია და ამ პანდემიის გადალახვაც მოგვიწევს.

შემწვარი ხორცი - Sputnik საქართველო
მეთოდი სუ-ვიდი: მეცნიერებმა საქონლის ხორცის მომზადების საუკეთესო გზა დაასახელეს

- რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც შინ მკურნალობს?

- სახლში დარჩენილი ადამიანი ხშირად იბნევა, ვარდება პანიკაში. უმეტეს შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ მაინც დამშვიდებისთვის კარგია. სახლში ყოფნისას ხშირად გავანიავოთ ოთახი, რომ ჟანგბადი მივაწოდოთ ფილტვებს. სითხე უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით, ​განსაკუთრებით კარგი იქნება ლიმონიანი ჩაი. თრომბოემბოლიის რისკის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოძრაობა. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, როგორ უნდა იმოძრაოს ბინის პირობებში. მთავარი არის ფეხების მოძრაობა, ფეხები უნდა ამოძრაოს ადამიანმა, ბუქნები გააკეთოს.

მამაკაცი ჭამისას - Sputnik საქართველო
კვებისას დაშვებული ხუთი მთავარი შეცდომა: დიეტოლოგი გირჩევთ

- უმეტესად სად შეიძლება ჩამოყალიბდეს თრომბი?

- ყველაზე დიდი რისკი, სადაც შეიძლება თრომბი ჩამოყალიბდეს, ეს არის ქვედა კიდურები, პროცესი სწორედ იქიდან იწყება. თრომბის განვითარებას წინმსწრები სიმპტომატიკა ყოველთვის არ აქვს. შეიძლება თრომბი ისე განვითარდეს, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდეთ. ორგანიზმში ის, რა თქმა უნდა, არ ვითარდება წამებში. ეს პროცესი მიდის, იწყება კასკადი, ​წარმოიქმნება თრომბი, განსაკუთრებით ხშირად ქვედა კიდურის ვენებში, შემდეგ იშლება, ისევ წარმოიქმნება. დაშლილი თრომბის ნაწილები თუ გაიჭედა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ორგანოში, იქ ხდება პრობლემა. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ორგანო ჩერდება. ეს იწვევს იმ მძიმე შედეგს. ზოგჯერ შეიძლება ამის გამოვლენა საერთოდ არ იყოს. თუ ქვედა კიდურებშია თრომბის პრობლემა, შეიძლება მოხდეს კიდურის შესიება. სისხლის შედედებას დაბუჟებაც ახასიათებს, მაგრამ დაბუჟება სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს. თუ ადამიანს ოდნავ ხელი დაუბუჟდა, ნუ იფიქრებთ, რომ ეს აუცილებლად თრომბოემბოლიის რისკია. ეს ძალიან იშვიათად ხდება. უსიმპტომო პაციენტებში თრომბოემბოლია ძალიან იშვიათია. თრომბოემბოლია ძირითადად ვითარდება კოვიდ-19-ის მძიმე ფორმების დროს. როდესაც ეს ხდება მთელი კასკადი ვითარდება, რასაც თან ახლავს სიმპტომები, არის ცხელება. ძალიან იშვიათია, რომ უსიმპტომო პაციენტში ეს პროცესი მიდიოდეს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
„შოკი და სიკვდილი“: რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ კორონავირუსზე აცრას გადაწყვეტთ

იდეალური იქნებოდა, რომ ყველამ ჩაიტაროს ტესტირება. თუ ეს ვერ ხერხდება, ნუ დავპანიკდებით. სიცხე არ ნიშნავს, რომ კოვიდ-19 მძიმედ მიმდინარეობს. ყელის ტკივილიც ვირუსით გამოწვეული პატარა ცვლილება და რესპირატორული დარღვევაა. ხშირად ეს ვირუსული ინფექცია მხოლოდ ამით შემოიფარგლება. თუ პაციენტს აქვს მხოლოდ სიცხე, ხველა, თავის ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა, ეს არ ნიშნავს, რომ რამე ცუდი ხდება. ეს ჩვეულებრივი მახასიათებელია დაავადების. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ყველაზე მნიშვნელოვანია სუნთქვა. ​თუ არის ქოშინი, ტკივილი მკერდის არეში, ხედავთ, რომ ტუჩებმა ან კანმა ფერი შეიცვალა, ეს არის სიგნალი, რომ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ექიმს. ზოგჯერ არის პანიკის ფონზე სუნთქვის უკმარისობა. მაინც უნდა ჩავაყენოთ ამ დროს ოჯახის ექიმი საქმის კურსში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0