კობახიძე: ახალ პარლამენტში ოპოზიცია იქნება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ იქნება მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ის აუცილებლად დაკმაყოფილდება, განაცხადა კობახიძემ

თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგად რვა ოპოზიციური პარტია მოხვდა, რომელთაც არსებული 150-დან 60 ადგილი გადაინაწილეს. ბოლო დრომდე ისინი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით იბრძოდნენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერთაგან პირველი, ვინც ოპოზიციაში შესაძლო განხეთქილებასა და ბოიკოტის გადაწყვეტილების შეცვლაზე განცხადება გააკეთა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გახდა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძემ პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატები დაასახელა

„ჩვენ მიჩვეული ვართ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტს. პირველ სხდომაში მონაწილეობას ვინ მიიღებს და ვინ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან ოპოზიციური პარტიები. ვინ, დაველოდოთ და ვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

ამასთან, როგორ კობახიძემ აღნიშნა, თუ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმართვა იქნება, ის აუცილებლად დაკმაყოფილდება.

„იმ დეპუტატების მანდატების საკითხს, რომლებიც არჩეულნი არიან, ამაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ მიმართვა იქნება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს მიმართვა აუცილებლად დაკმაყოფილდება“, - აღნიშნა კობახიძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პარასკევს უნდა გაიმართოს. დღეს მმართველ პარტიასა და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებთა მეხუთე რაუნდი იყო დაგეგმილი, სადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განხილულიყო. თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.

მემორანდუმის ხელმოწერა - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდო

მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოზიცია გახდა, რომელმაც ოთხშაბათს განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნების გამართვას. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება პარლამენტის პირველივე სხდომაზე, მის მუშაობაში მონაწილეობას შეძლებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები და საპარლამენტო ოპოზიცია. 

გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიების სურვილი, დატოვონ პარლამენტი, და შეუწყვიტოს მათ სახელმწიფო დაფინანსება. ამასთანავე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც აუკრძალავს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობას მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0