ირაკლი კობახიძემ პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატები დაასახელა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაასახელა. მათ შორის უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ნაცნობი სახეებია

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს არჩილ თალაკვაძე შეინარჩუნებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

დღეს მმართველი პარტიის ოფისში კობახიძემ ბრიფინგზე დაასახელა ახალარჩეული პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების და თავჯდომარის მოადგილეების კანდიდატები.

  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა (საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა), დავით სერგეენკო.
  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - ირაკლი კობახიძე
  • „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - ანრი ოხანაშვილი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე.

საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება, რომელზეც საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს გადაწყვეტენ. სავარაუდოდ, მმართველი პარტია პარასკევს პრემიერის პოსტზე მოქმედი მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას დაასახელებს. 

„ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა და ხელისუფლება მესამე ვადით შეინარჩუნა.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში 90 ადგილი ექნება მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსს“, ხოლო 60 - რვა ოპოზიციურ პარტიას. ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს.

აღნიშნულ საკითხზე და შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მიმდინარეობს მსჯელობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე. მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე, გადამწყვეტი რაუნდის გამართვა დღეს, 10 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ის ჩაიშალა.

იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება, მხარეებს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა შეთანხმების ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0