საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფიჯისთან წაგებაზე ისაუბრა

© photo: AFP 2020 / ANDY BUCHANANსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ოთხივე შეხვედრა წააგო და ბოლო, მერვე ადგილი დაიკავა

თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან წაგების (24:38) მიზეზი გახდა წნეხი მეტოქის მხრიდან, რომელსაც მისმა აღსაზრდელებმა მატჩის ბოლომდე ვერ დააღწიეს.

საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ ფიჯისთან დამარცხდა

„პირველივე წუთებიდან თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი და მისგან ვეღარ გამოვედით. პირველ შერკინებაზე იყო მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილება, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. დაგეგმილი გვქონდა, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ფიჯი ის გუნდია, რომელიც წუთიერ მოდუნებასაც არ გპატიობს“, - განაცხადა მაისაშვილმა.

„შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოს ნაკრებმა ოთხივე მატჩი წააგო. მიუხედავად ამისა, „ბორჯღალოსნების“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ამან ქართული გუნდის დონე აამაღლა.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით. ამ პერიოდში ვიმუშავეთ ბევრ ისეთ დეტალზე, რისი საშუალებაც აქამდე არასდროს გვქონდა. ფიჯისთან მოგების რეალური შანსი იყო, მაგრამ გამოცდილებისა და ზოგიერთ პოზიციებზე სიღრმეების არქონის პირობებში, ამის გაკეთება ძალიან რთულია“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

საქართველოს რაგბის ნაკრები - ირლანდიის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ირლანდიასთან წააგო, მაგრამ ღირსეულად ითამაშა

„შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოს ნაკრებმა ოთხივე შეხვედრა წააგო: ინგლისთან (0:40), უელსთან (0:18), ირლანდიასთან (10:23), ფიჯისთან (24:38) და ბოლო, მერვე ადგილი დაიკავა.

ტურნირის გამარჯვებულის ტიტულს გაითამაშებენ ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებები, რომლებიც ერთმანეთს ლონდონში 6 დეკემბერს „ტვიკენჰემის“ სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0