საქართველოს რაგბის ნაკრებმა ირლანდიასთან წააგო, მაგრამ ღირსეულად ითამაშა

© REUTERS / NIALL CARSONსაქართველოს რაგბის ნაკრები - ირლანდიის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - ირლანდიის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა А ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირზე მეშვიდე-მერვე ადგილისთვის ფიჯის გუნდს დაუპირისპირდება

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან 10-23 წააგო, მაგრამ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს პრაქტიკულად თანაბარი თამაშით დაუპირისპირდა.

გამარჯვებულთა ანგარიშზეა ორი წარმატებული ლელო. მათი ავტორები ბილი ბერნსი და ხიუგო კინანი გახდნენ. საქართველოს ჩათვლის ზონაში ორი დადებული ლელოს გარდა, „მწვანეებმა“ სამი ზუსტი საჯარიმოს და ორი გარდასახვა შეასრულეს. ისინიც თავის ანგარიშზე ბერნსმა ჩაიწერა.

საქართველო - ინგლისი. შემოდგომის ერთა თასი - Sputnik საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ინგლისთან წააგო

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, წარმატებული ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა. გარდასახვა და საჯარიმო დარტყმა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. ეს ქულები ქართველი ბიჭებისთვის ტურნირზე პირველი გახდა. პირველი ორი მატჩი „ბორჯღალოსნებმა“ ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18) მშრალად წააგეს.

საქართველოს ნაკრებმა А ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირზე მეშვიდე-მერვე ადგილისთვის დაუპირისპირდება ფიჯის გუნდს, რომელმაც В ჯგუფში ასევე ბოლო ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩში კუნძულის მკვიდრთ ტექნიკური წაგება 0:28 ჩაუთვალეს. ტურნირის დაწყებამდე ფიჯის ნაკრების თითქმის ყველა მოთამაშე კორონავირუსით დაინფიცირდა. თუმცა საქართველოსთან მატჩის წინ ფიჯის გუნდი უკვე ფორმაში ჩადგება.

თამაში საქართველოს და ფიჯის ნაკრებებს შორის 5 დეკემბერს გაიმართება.

„შემოდგომის ერთა თასის“ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებები, რომლებიც ჯგუფების ლიდერები გახდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0