რეგისტრაცია 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დღეიდან იწყება

© Sputnik / STRINGERაგრარული ბაზარი
აგრარული ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყება გადაამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი კომპენსაციის მიღების პირობას და სამი სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ინფორმაციას ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ასევე სამ სამუშაო დღეში ჩარიცხავს კომპენსაციას.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 24 დეკემბერის ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა დახმარებას ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – დეტალური ინფორმაცია>>

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ის პირები, რომელებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

კორონავირუსის ეპიდემია - მომხმარებლები სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
რა თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან ანტიკრიზისულ გეგმაზე 2021 წლისთვის

ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ ინფორმაციის დასაზუსტებლად პირს კიდევ ორი დღე ეძლევა – 28 დეკემბრის ჩათვლით.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

„შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქესა და კომპანიას, პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და მიზნობრივი სოციალური დახმარებით სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას და სამი სამუშაო დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. აღნიშნული უწყებაც, თავის მხრივ, ასევე სამი სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხავს კომპენსაციას.

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გახარია: თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიან დახმარებას ვაწესებთ

უწყების ცნობით, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისა და თვითდასაქმებული პირებისთვის დახმარების მიზნით ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს დააწესა. 300-ლარიანი დახმარებით უკვე ისარგებლა 250 ათასმა ადამიანმა. ამ ეტაპზე კი, მთავრობის გათვლით, სავარაუდოდ, 100-120 ათასი ადამიანი მიიღებს დახმარებას.

საქართველოში საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადავადდა>>

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო – შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე პერიოდში იმოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0