რა დახმარებას ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – დეტალური ინფორმაცია

© photo : Government of Georgia / FBსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო პაკეტი 545 მლნ ლარს შეადგენს, კერძო სექტორისთვის კი 515 მლნ ლარის დახმარებაა გათვალისწინებული.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში ბიზნესსა და შეჭირვებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
რა შეიძლება და რა - არა? მთავრობა განმარტავს, როგორ იმოქმედებს ახალი შეზღუდვები

როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი პაკეტის ბიუჯეტი 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან 545 მლნ ლარი მოსახლეობის დახმარების პროგრამისთვის გამოიყოფა, რომლის ბენეფიციარიც 500 ათასზე მეტი ადამიანი გახდება.

დახმარების პაკეტში შედის:

კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განხორციელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვა. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 1 მილიონი ოჯახია, ბიუჯეტი – 270 მლნ ლარი.

200-ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის – დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 125 ათასი ადამიანია. ბიუჯეტი – 150 მლნ ლარი. 

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: დახმარების პროგრამის ასამოქმედებლად საჭიროა ახალი ბიუჯეტი

300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება – გაიცემა იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 100 ათასია. ბიუჯეტი – 30 მლნ ლარი.

600-ლარიანი დახმარება – ოჯახები, რომელთაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სოციალური ქულა აქვთ, იანვრიდან 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახია (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი – 55 მლნ ლარი.

600-ლარიანი დახმარება 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 16 წლამდე სამი ან მეტი შვილი, ექვსი თვის განმავლობაში (იანვარი–ივნისი) მიიღებენ 100 ლარს. სულ 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი – 15 მლნ ლარი.

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600-ლარიანი დახმარება – თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა – 43 ათასი პირი. ბიუჯეტი – 27 მლნ ლარი.

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ სფეროებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობაც იზღუდება დეკემბერი-იანვარში.

რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტს, მისი ბიუჯეტი 515 მლნ ლარს შეადგენს.

საშემოსავლო გადასახადის შეღავათი – 1,5 ათას ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი–მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებულია. ბიუჯეტი – 260 მლნ ლარი. 

უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ - Sputnik საქართველო
უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ

ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის – სასტუმროები, რესტორნები 2021 წელს გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი – 45 მლნ ლარი.

2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა – განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნები და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი – 20 მლნ ლარი;

გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 3,7 ათასი კომპანია. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების დამატებით პაკეტზე მუშაობს

გაგრძელდება მიკროგრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათასობით ახალი ბიზნეს-პროექტი დაფინანსდება. ბიუჯეტი – 40 მლნ ლარი.

საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი – 100 მლნ ლარი.

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.

 

ყველა ახალი ამბავი
0