უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliუმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ
უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მოსახლეობის დახმარება გადაწყვიტა.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პირობებში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ხუთშაბათს.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ამას გარდა, სახელმწიფო დაეხმარება სოციალურად დაუცველებსაც. პრემიერის განცხადებით, ოჯახები, რომლებსაც კეთილდღეობის შკალით 65.000-დან 100.000 ქულამდე აქვთ, დაახლოებით 600 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ ექვსი თვის განმავლობაში (ანუ თვეში 100 ლარს).

ასეთივე ოდენობის დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ და მათი ქულა 100.000-მდეა, ასევე დახმარება გამოიყოფა მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა – ყოველდღიურად ვირუსის 3–4 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. 26 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 1100-ზე მეტი პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0