სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამას აფართოებს

© Sputnik / Alexander Imedashviliნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ბიზნესის რომელი სფეროსთვის მოახდენს სახელმწიფო სესხებისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საბანკო სესხებისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, კინოთეატრებისთვისაც მოახდენს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად: რა ცვლილებები შევიდა „აწარმოე საქართველოში“>>

კორონავირუსის პანდემიამ და ამის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოში სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნესს. მთავრობა სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ამ პრობლემების შემსუბუქებას ცდილობს. ამჯერად ხელისუფლება ბიზნესს საბანკო ვალდებულებების მომსახურების მიმართულებით ეხმარება.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
რას ჰპირდება სახელმწიფო ბიზნესს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების სანაცვლოდ

ერთ-ერთი სიახლე, რომელიც სააგენტოს საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში შედის, ივენთ კომპანიებს ეხება.

„ივენთ კომპანიები ადრე ჩვენ ჩავრთეთ სესხის პროცენტის სუბსიდიების პროგრამაში და ახლა სახელმწიფო მათი ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებასაც მოახდენს, ვინაიდან ამ კომპანიებს გარკვეული ინვენტარი აქვთ ლიზინგით შეძენილი, ჩვენ მათ აქაც პროცენტისგან პრაქტიკულად გავათავისუფლებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას სახელმწიფო რესტორნებისთვისაც მოახდენს.

„რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას. ეს არის სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება. განაცხადების მიღება დაიწყება ხვალიდან... ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სარესტორნო ინდუსტრია, პანდემიიდან გამომდინარე, პირველ რიგში არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვინდა, რომ მათ შევუმსუბუქოთ საბანკო სესხების ტვირთი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა მოუწოდა რესტორნების მენეჯმენტს, აქტიურად მიაკითხონ თავიანთ კრედიტორ ბანკებს და აღნიშნა, რომ ამ პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში კომპანიები საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს უახლოეს 6 თვეში პრაქტიკულად ვერ იგრძნობენ.

„400 მლნ ლარის სასესხო პორტფელია. 6 თვის განმავლობაში 30 მლნ ლარის ბიუჯეტი იქნება და სულ მცირე 1500-მდე რესტორანი შეძლებს ამით სარგებლობას“, – თქვა ნათია თურნავამ.

უმუშევრობა საქართველოში – ახალი სტატისტიკა>>

მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროები, რესტორნები 2021 წელს გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. 2020 წლის 4 თვის გადავადებული (2020 წლის 1 დეკემბრამდე) საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნები და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები), ამასთან გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება.

თბილისი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო სასტუმროების მეპატრონეებს სესხების დაფარვაში კიდევ ერთხელ დაეხმარება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან სხვადასხვა შეზღუდვა ამოქმედდა, მათ შორის, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა; სავაჭრო ობიექტების (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობა, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა აგრარული ბაზრებისა), სასწავლო დაწესებულებები მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0