17:26 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (23)
88 0 0

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება ბიზნესის ხელშეწყობის მექანიზმები და თანადაფინანსების სფეროები. 

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად, „აწარმოე საქართველოში“ კერძო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს, სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება ხელშეწყობის მექანიზმები და თანადაფინანსების საქმიანობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილება რამდენიმე პროგრამაში შედის:

ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა:

პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც ხელისუფლება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ეხმარება,  ივენთ-კომპანიები დაემატა. კერძოდ: სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდირების სქემით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი სახის შეკრებების, გამოფენების, კონფერენციების, შეხვედრების და წვეულებების ორგანიზატორებს. სახელმწოფო მათი საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირებას 12 თვის განმავლობაში მოახდენს.

სააგენტოს ცნობით, როგორც ყველა სხვა პროგრამაში, აღნიშნული სქემის სამიზნე სუბიექტები არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

საკრედიტო-საგარანტიო სქემა:

  • პროგრამას ემატება სოფლის მეურნეობის 9 ახალი მიმართულება მრავალწლიანი კულტურების მოყვანის მიმართულებით:
  • ყურძნის მოყვანა
  • ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა
  • ციტრუსების მოყვანა
  • თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა
  • სხვა ხილის, კენკროვნების და კაკლისებრების მოყვანა
  • ზეთოვანი ხილის მოყვანა
  • კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის
  • სანელებლების, არომატული, ნარკოტიკული და ფარმაცევტული კულტურების მოყვანა (ამ კოდში დასაშვებია ყველა ჩამოთვლილი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ნარკოტიკული კულტურების მოყვანისა)
  • სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.

ამასთან, სიახლეა ისიც, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემით ის მეწარმეებიც შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული.

თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის:

მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა განახლდა და უკვე შესაძლებელია დაფინანსდეს შერეული მიზნობრიობის მქონე სესხები. რაც იმას ნიშნავს, რომ  წინა ეტაპებისგან განსხვავებით დაფინანსების შესაძლებლობა აქვთ იმ მსესხებლებსაც, რომელთა მიერ აღებული სესხების არანაკლებ 80% მიმართულია სასტუმროს შეძენის /მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/ რეკონსტრუქციის/ სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენისთვის.

პროგრამაში ჩართვას ახლა უკვე დაახლოებით 800 მცირე და საოჯახო სასტუმრო შეძლებს, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლეს სახელმწიფო დახმარებით. აღსანიშნავია, რომ  მანამდე ამ შესაძლებლობით 2000-მდე სასტუმრომ ისარგებლა.

„აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტი:

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიულ მიმართულებას დაემატება 2 ახალი ეკონომიკური საქმიანობა: კვლევები და ექსპერიმენტული შემუშავებები ბიოტექნოლოგიაში და ტექნიკური გამოცდა/ანალიზები.

აღნიშნული საქმიანობების ფარგლებში დასაშვებია როგორც სესხის თანადაფინანსების, ასევე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სესხის გარანტირების პარალელური გამოყენება. მათ შორის არის კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში, ასევე ტექნიკური გამოცდები და ანალიზები.

უწყების ცნობით, 2014 წლიდან სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ 13 000-ზე მეტ ბენეფიციარს დაუჭირა მხარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში.

„აწარმოე საქართველოში“ - საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

თემები:
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (23)

მთავარი თემები