თუ მუცლის შებერილობა გაწუხებთ: დიეტოლოგი ასახელებს „მოსარიდებელ“ საკვებს

© Pixabay / HansMartinPaulტკივილი მუცლის არეში
ტკივილი მუცლის არეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი-დიეტოლოგი ასახელებს მუცლის შებერილობის მიზეზებს და განმარტავს, რომელი საკვები უნდა გამორიცხოთ მენიუდან, ან შეამციროთ მაქსიმალურად.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. არსებობს საკვები, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევს და რომლებიც აუცილებლად უნდა გამორიცხოთ რაციონიდან, თუ ასეთი პრობლემა გაქვთ, აცხადებს დიეტოლოგი ელენა კალენი და „დამნაშავე“ პროდუქტებს ასახელებს.

მამაკაცი ჭამის პროცესში - Sputnik საქართველო
როგორ უნდა იკვებოთ, თუ კუჭის პრობლემები გაქვთ: გასტროენტეროლოგის რჩევა

მისი თქმით, პროდუქტების არჩევისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ მის შემადგენლობას. თუ პროდუქტში ხელოვნური დამატკბობლები (ასპარტამი, სუკრალოზა და სორბიტოლი, რომელთა მონელებაც ძალზე რთულია) შედის, მაშინ მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებები ნამდვილად გაჩნდება. შესაბამისად, ასეთი საკვები აუცილებლად უნდა გამორიცხოთ მენიუდან, ან მაქსიმალურად შეამციროთ.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, მუცლის შებერილობა შეიძლება გამოიწვიოს რძის პროდუქტებმა, ლაქტოზამ, მთელმარცვლოვანმა პროდუქტებმა (რადგან უჯრედისი ხელს უწყობს გაზების წარმოქმნას), ასევე პარკოსნებმა და ოსპმა, რომლებიც ოლიგოსაქარიდებს შეიცავს.

„ზოგი ხილისა და ბოსტნეულის შემადგენლობაში შემავალი სახამებლისა და შაქრისგან ნაწლავებში გაზები გროვდება. ასეთია კომბოსტო (თეთრთავიანი, ბრიუსელის, ყვავილოვანი), სტაფილო, გარგარი, შავი ქლიავი. არ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ თქვენ საყვარელ პროდუქტს? მაშინ შეეცადეთ ორთქლზე მოამზადოთ ისინი“, — წერს საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე ელენა კალენი.

ექიმი გირჩევთ, რომ ფრუქტოზით მდიდარი საკვების ნაცვლად, როგორიცაა ნესვი, მიირთვათ კივი, რომელიც შეიცავს აქტინიდინს, ბუნებრივ ენზიმს, რომელიც ხელს უწყობს ცილების დაშლას და ხელს უშლის შებერილობის განვითარებას.

გერმანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის მკვლელი ნატურალური პროდუქტები დაასახელეს>>

მუცლის შებერილობის არანაკლებ პოპულარული მიზეზებია კონსერვანტები, მარილი და ნატრიუმის გლუტამატი.  

„ჩიფსები, კრეკერები, მზა საუზმეები – ნამდვილი ბომბია, რომელიც მზადაა აფეთქდეს თქვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. არსებობს მხოლოდ ერთი რეცეპტი: გადადით ჯანსაღ კვებაზე. ფასტფუდების ნაცვლად მიირთვით ხორცი, გაზიანი სასმელების ნაცვლად დალიეთ სუფთა წყალი ლიმნით, პიტნით ან კიტრით“, — ამბობს ექიმი–დიეტოლოგი.

 

ყველა ახალი ამბავი
0