გერმანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის მკვლელი ნატურალური პროდუქტები დაასახელეს

© AFP 2024 / HANDOUTკორონავირუსის უჯრედი მიკროსკოპში
კორონავირუსის უჯრედი მიკროსკოპში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანელმა მეცნიერებმა კვლევის საფუძვლად ის ფაქტი აიღეს, რომ რესპირატორული ვირუსები უპირველესად ადამიანის საყლაპავს აზიანებს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. გერმანელმა მეცნიერებმა გამოავლინეს ნატურალური პროდუქტი, რომელიც კორონავირუს SARS-CoV-2-ს პრაქტიკულად სრულად ანადგურებს.  

მოლეკულური ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტთა კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო კვლევების პრეპრინტების სერვისზე bioRxiv.

სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
სავლები 99.9% ეფექტით: მეცნიერები COVID-19-სგან თავდაცვის ახალ საშუალებას ასახელებენ

როგორც ირკვევა, მეცნიერებმა კვლევა იმის გათვალისწინებით დაიწყეს, რომ რესპირატორული ვირუსები თავდაპირველად ადამიანის საყლაპავს აზიანებს. კვლევისას მათ გაარკვიეს, რომ Aronia melanocarpa-ს (შავნაყოფა არონია, ცირცელი) წვენსა და მწვანე ჩაის ვირულიციდური ეფექტი აქვს.

სწავლულების თქმით, შავნაყოფა არონია ექსპერიმენტებისას 97%-ით კლავდა SARS-СoV-2-ის აქტივობას, ხოლო გრიპის ვირუსს კიდევ უფრო ეფექტურად ანადგურებდა.

გარდა ამისა, გერმანელი მეცნიერების დასკვნით, კორონავირუსის პათოგენებს 80%-იანი ეფექტურობით თრგუნავს ბროწეულის წვენი, ხოლო სხვა ნატურალური წვენები და მწვანე ჩაი ასუსტებს დაავადებას. ეს იმიტომ, რომ ისინი მჟავა გარემოს ქმნიან და შეიცავენ მცენარეულ პოლიფენოლებს, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ვირუსზე.

შავი პილპილი კორონავირუსის აქტიურობას თრგუნავს: სამეცნიერო კვლევა>>

აღსანიშნავია, რომ გერმანელი სწავლულების კვლევას ჯერჯერობით არ მიუღია სამეცნიერო საზოგადოების შეფასება.

პრეპრინტების სერვერი BioRxiv აშშ-ის კოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიის მიერაა დაარსებული. პრეპრინტი — ეს არის ნაშრომის შესახებ წინასწარი ანგარიში, რომელსაც რეცენზირება არ აქვს გავლილი. მისი მიზანია მასალები გამოქვეყნებამდე სხვა სპეციალისტებს გააცნოს, რათა ავტორს შესაძლებლობა ჰქონდეს, მათთან ერთად იმსჯელოს ნაშრომში დასმულ და განხილულ საკითხებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0