17:59 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (527)
23620

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ შავი პილპილი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც კორონავირუსის მოქმედებას ბლოკავს.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ნივთიერება პიპერინს, რომელიც შავი პილპილის შემადგენლობაში შედის, კორონავირუს SARS-CoV-2-ის ნაწილების მოქმედების ბლოკირების უნარი აქვს, აცხადებენ ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Biomolecular Structure and Dynamics.

მათი თქმით, საუბარია COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის იმ ნაწილების ბლოკირებაზე, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში შეღწევასა და გამრავლებაზე აგებენ პასუხს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა 30 სანელებლის ვირუსთან ურთიერთქმედება შეისწავლეს კომპიუტერული მოდელირების მეთოდით და გაარკვიეს, რომ ყველა მათგანი, ამა თუ იმ ხარისხით, უკავშირდება S–ცილასა (სწორედ ეს ცილა ეხმარება ვირუსს ადამიანის უჯრედთან მიერთებაში) და მთავარ პროტეაზას (პასუხს აგებს ვირუსის გამრავლებაზე), თუმცა ყველაზე აქტიური მაინც პიპერინია.

მეცნიერების თქმით, ეს შენაერთი შავი პილპილის სხვადასხვა სახეობაში სხვადასხვა რაოდენობით შედის. მაგალითად, შრი-ლანკურ შავ პილპილში პიპერინის რაოდენობა 15%-ია, ხოლო ინდურსა და მალაიზიურში — 2–7%.

გარდა ამისა, პიპერინი მეტად არასტაბილურია და მარტივად კარგავს თვისებებს დამჟანგავი პროცესებისას (მაგალითად, ჟანგბადთან კონტაქტისას, ანუ ჰაერის გავლენით), ამიტომ დაფქულ პილპილში ის შეიძლება მცირე რაოდენობით იყოს შემორჩენილი.

სპეციალისტების თქმით, საუკეთესოა შავი პილპილის მარცვლების შეძენა და უშუალოდ გამოყენების წინ დაფქვა, ვინაიდან მარცვლებიდან პიპერინი არ ორთქლდება.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (527)

მთავარი თემები