სიბრმავე მარცხდება: ცნობილია თევზი, რომელსაც თვალის ახალი ბადურის გაზრდა შეუძლია

CC0 / Pixabay / Dorigo / თევზები აკვარიუმში
თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა მეცნიერებმა აკვარეუმის ჩვეულებრივ თევზს დაზიანებული თუ დაკარგული ორგანოების აღდგენის უნარი აღმოუჩინეს

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თევზი დანიო, რომელიც ბევრს ჰყავს აკვარიუმში, შეიძლება ადამიანებში სიბრმავისგან განკურნების გასაღებად იქცეს, წერს გაზეთი The Sun–ი ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით. 

​როგორც კვლევებმა აჩვენა, თევზს სხეულის დაკარგული თუ დაზიანებული ნაწილების თავიდან გაზრდის უნარი აქვს, მათ შორის თვალის ბადურისა. სწორედ ეს შუქმგრძნობიარე ორგანოა ყველაზე ხშირად სიბრმავის მიზეზი. თევზ დანიოს კი მისი აღდგენა სულ რაღაც ერთ კვირაში შეუძლია.

პროფესორ ჯეიმს პატონის თქმით, თევზის თავში არსებულ ქიმიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობაში მოიყვანოს უჯრედები, რომლებიც დაზიანებულ ორგანოებში „მიგრირდებიან“ და აღადგეგენ მათ.

ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თევზ დანიოს გენების დაახლოებით 70% ადამიანის გენებს ჰგავს.

გამომდინარე აქედან, სწავლულებს იმედი აქვთ, რომ ისინი შეძლებენ, „ასწავლონ ადამიანებს თვალის ახალი ბადურის გაზრდა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0