სისტემური ლოკდაუნი არ იქნება - საქართველოს ვიცე-პრემიერი

© Sputnik / Alexander Imedashviliსისტემური ლოკდაუნი არ იქნება - საქართველოს ვიცე-პრემიერი
სისტემური ლოკდაუნი არ იქნება - საქართველოს ვიცე-პრემიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა კვლავ იხრება წერტილოვანი შეზღუდვებისკენ, მაგრამ რომელ „წერტილებზე“ იქნება მიყენებული დარტყმა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა ვერ გამოაცხადებს სისტემურ ლოკდაუნს, ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს ეკონომიკური სიტუაცია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება: კლინიკების ხელმძღვანელები გახარიას შეხვდნენ >>

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გათვალისწინებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს წერტილოვანი შეზღუდვების არეალის გაფართოებაზე.

„დაახლოებით 4000 შემთხვევა გვქონდა დღეს და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი მაღალი გავრცელების დინამიკა ძალიან უარყოფითად აისახება მათ შორის ეკონომიკაზეც. ამიტომ ყველას საერთო ამოცანა და საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება, დავასტაბილუროთ სიტუაცია და ამით ჩვენს მოსახლეობას, სავაჭრო ქსელებს, ბიზნესს მივცემთ იმ ჩვეულებრივი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია მათი ეკონომიკური სიძლიერისთვის”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მომხმარებლები პირბადეებით - Sputnik საქართველო
მთავრობაში სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეზღუდვაზე მსჯელობენ

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

„როდესაც მობილობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სამუშაო საათების შემცირება გარკვეული დღეების განმავლობაში, გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა, შეიძლება იყოს ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში ტრანსპორტის შეჩერება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0