მთავრობაში სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეზღუდვაზე მსჯელობენ

© Sputnik / Viktor Kaminskyმომხმარებლები პირბადეებით
მომხმარებლები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგეგმება ახალი შეზღუდვები, გამკაცრება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სრული „ლოკდაუნი“ არ იქნება, აცხადებენ ბიზნესმენები.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობაში სავაჭრო ცენტრებში სამუშაო დღეების და საათების შეზღუდვის საკითხი განიხილება.

არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური ჯგუფი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ზარალის მინიმიზაციას, შესაძლო წერტილოვან შეზღუდვების დაწესებას და ბიზნესის მხარდასაჭერად დამატებით ღონისძიებებს.

კლინიკა - Sputnik საქართველო
დავით გადელია საზოგადოებას: „გთხოვთ გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა“

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად მნიშვნელოვანია მობილობის შემცირება, რისთვისაც, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა გეგმავს წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას, რაზეც ბიზნესმენებთან კონსულტაციებს გადის, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ სახელმწიფო აპარატში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელი დადგენილებები განიხილებოდა.

„შეიძლება შეიზღუდოს სამუშაო საათები, სამუშაო დღეები. მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. როგორც ვიცი, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს ბაზრობების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა შავლაყაძემ შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, მაღაზიათა ქსელ „ისი-პარის“ გენერალური დირექტორის მაია პაპალაშვილის თქმით, იგეგმება შეზღუდვების გამკაცრება, მაგრამ სრული „ლოკდაუნი“ არ გამოცხადდება.

პლუს 36: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა >>

„იგეგმება ახალი შეზღუდვები, გამკაცრება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სრული „ლოკდაუნი“ არ იქნება. ვფიქრობთ, ერთად რაღაც კონსენსუსამდე მივალთ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ არც ეპიდემიის ასეთი სისწრაფით გავრცელება იყოს და ბიზნესიც ასე თუ ისე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. დაკეტვაზე არანაირი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ხვდებიან აბსოლუტურად ყველა სექტორს და უნდათ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეპიდემიასაც შეაჩერებს და ბიზნესიც არ დაიჩაგრება“, – განაცხადა პაპალაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0