სომხურმა მხარემ 45 დღე–ღამეში (27 სექტემბრიდან) პრაქტიკულად მთელ „უსაფრთხოების ზონაზე“ (ყოფილი აზერბაიჯანის სსრ–ს შვიდი რაიონი ყარაბაღის ავტონომიის გარეთ) და მთიანი ყარაბაღის ნაწილზე დაკარგა კონტროლი (1991 წლის საზღვრებში). ამასთან აზერბაიჯანულ არმიას შეეძლო მეტი წარმატებისთვის მიეღწია. ქალაქ–სიმაგრე შუშის დაკარგვა ლაჩინის კორიდორის ბლოკადას, სომხური არმიის ალყაში მოქცევასა და გარდაუვალ განადგურებას ნიშნავდა ყარაბაღში. ომი რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტმა და სამშვიდობო ოპერაციამ გააჩერა.
სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა: „ჩვენ შეგვეძლო თავიდან აგვერიდებინა ომი, თუ აზერბაიჯანისთვის შვიდი რაიონისა და შუშის გადაცემას დავთანხმდებოდით. მაგრამ ამაზე დათანხმება არ გვინდოდა. სომხეთის მთავრობამ, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, არცახის თავდაცვის არმიამ მიიღეს გამოწვევა და ბოლომდე იბრძოლეს“. ეს სიტყვები, უპირველესად, საკუთარი ძალების გადაჭარბებულად შეფასებასა და მოწინააღმდეგის შესაძლებლობები ბოლომდე შეუფასებლობაზე მეტყველებს — რაც სახელმწიფოს მეთაურს არ ეპატიება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაცემებით, კონფლიქტის ზონაში მსხვერპლის რაოდენობა, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში, ოთხი ათას ადამიანს აჭარბებს, ხოლო ლტოლვილების რაოდენობა ათობით ათასით განისაზღვრება. ძალიან მაღალი ფასი ხომ არ არის სომხეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტრატეგიული შეცდომისთვის?
ნიკოლ ფაშინიანმა თავი მთავარ პასუხისმგებლად ცნო მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგებზე. და მაინც, დღეს უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ: რა უნდა გაკეთდეს ამის მერე? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ერევსნ ჯერჯერობით არ აქვს კრიზისული დარეგულირების, ეროვნული არმიის ბრძოლისუნარიანობის აღგენის გეგმა.
დამღუპველი გაურკვევლობა
სომხური მხარის დამარცხება იმდენად არმიის „დამსახურება“ არ არის, რამდენადაც სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობისა. მცდარი სტრატეგია და ტაქტიკა ვერასდროს მოიტანს წარმატებას და ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ტყვიასა და ჭურვებზე სახიფათოა. სომხეთის თავდაცვის მინისტრის, დავიდ ტონოიანის აზრით, სომხეთის არმია ყარაბაღში „მაქსიმალურად“ მოქმედებდა. რატომ ვერ მოხერხდა მოწინააღმდეგის შეჩერება წინასწარ (28 წლის განმავლობაში) მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე? სისტემური მარცხის ახსნა ბრძოლის ველზე თურქი მრჩევლებისა და დრონების, ასევე „რამდენიმე ათასი“ სირიელი დაქირავებულია არსებობით, სუსტად გამოიყურება.
„საყოველთაო მობილიზაციაზე“ რომ არაფერი ვთქვათ, სომხეთის არმია 45 ათასი მოქმედი სამხედროთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა იმისთვის, რომ ორი ათას არაბ დაქირავებულს ამინდი შეექმნა ყარაბაღში.
ყარაბაღის არმიაში არ აღმოჩნდა მანამდე დეკლარირებული 30 ათასი „ხიშტი“, 300 ტანკი, რამდენიმე ასეული ქვეითთა ჯავშანმანქანა და ჯავაშანტრანსპორტიორი. საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებიდან 40 დღის შემდეგ, საზავო შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის, ყარაბაღში 20 ათასინი სომხური არმია აღმოჩნდა (ფაშინიანის თქმით). და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თავდაცვის გეგმა სომხურ მხარეს არ ჰქონდა, ისინი სიტუაციის მიხედვით მოქმედებდნენ. პირველ დღეებში დაზვერვას ინფორმაცია არ ჰქონდა მოწინააღმდეგის გეგმებზე, სომხური ჯარები შეხების ხაზზე პასიურად იცავდნენ ტავს. აზერბაიჯანის არმია ცოცხალ ძალაში შესამჩნევი უპირატესობა არ ჰქონია, ოპერაციებში დაახლოებით 30 ათასი კაცი მონაწილეობდა, ამასთან ყველა მიმართულებით ინარჩუნებდნენ აქტიურობას.
მოწინააღმდეგის მძლავრი შემტევი ჯგუფი სამხრეთით არ შეინიშნებოდა, ოპერატიულ–სამანევრო ჯგუფები და სარეიდო რაზმები არ გამოიყენებოდა, მაგრამ აზერბაიჯანულმა ჯარებმა მაინც შეძლეს გარღვევაზე გასვლა, რომლის „ჩაკეტვაც“ იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ ყარაბაღში ბრძოლის მართვისა და მობილური რეზერვების ეფექტური სისტემები არ არსებობდა. მოწინააღმდეგენ დაიპყრო ფიზული და გადრუტი, გადაკეტა სატრანსპორტო მაგისტრალები, რომლებითაც ყარაბაღში იარაღი, საბრძოლო მასალები და რეზერვები შედიოდა.
მთიან ადგილებში ჯარების გადაადგილებისთვის ხელის შესაშლელად ბუნებრივი დაბრკოლებები საკმარისადაა, რომლებიც მოწინააღმდეგისთვის შეიძლება გადაულახავი გახდეს დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფების ჩასაფრებების მოწყობით, დანაღმვებითა თუ ჩახერგვებით. ყარაბაღის გზები ტავისუფალი აღმოჩნდა აზერბაიჯანული ქვედანაყოფებისთვის, რაც იქცა კიდეც ქალაქ შუშის დაცემის ერთ–ერთ მიზეზად, და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შემდგომ მოვლენებზე.
ლეგენდა „ბაირახტარზე“
ახლა ბევრი იწერება აზერბაიჯანის წარმატებაზე უპილოტო ომში და სომხეთის არმიის მოწყვლადობაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს: მთიანი ყარაბაღის საომარ მოქმედებებში არ ღირს გადაჭარბებით შეფასდეს თურქული წარმოების საშუალო სიმაღლის ოპერატიულ–ტაქტიკური უპილოტო საფრენის აპარატის, Bayraktar–ის საბრძოლო სიმძლავრე. ეს იდეალური აპარატი არ არის. მას კარგად ამჩნევენ თანამედროვე სარაკეტო–საზენიტო კომპლექსების რადარები. აზერბაიჯანი აქტიურად იყენებდა დრონებს და წარმატებულადაც, იმიტომ რომ სომხურ მხარეს არ ჰქონდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის განვითარებული სისტემა. თუმცა მანამდე სომხეთი თითქოს ემზადებოდა „დრონების ომისთვის“, რომელიც მილიარდებიან ბიუჯეტს არ მოითხოვს.
„ბაირახტარს“ ბორტზე 150 კგ საბრძოლო მასალების ტარება შეუძლია, ანუ ორი ავიაბომბ MAM-L–ისა და ორი რაკეტა MAM-C–ისა. აპარატმა კარგი შედეგები აჩვენა კონტრტერორისტულ ოპერაციებში „ევფრატის ფარი“ (2017 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ) და „ზეთისხილის რტო“ (2018 წელს ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ). და მაინც სირიასა და ლიბიაში „ბარახტარს“ იოლად უმკლავდება საბჭოტა და რუსული წარმოების საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები.
ასეა თუ ისე, საომარ ოპერაციებში სადაზვერვო–მოიერიშე დრონების გამოყენება აზერბაიჯანს წარმატების გარანტიას ვერ აძლევდა. სწორად ორგანიზებულ, ღრმად ეშელონირებულ თავდაცვას აქვს უნარი, „შელეწოს“ მოწინააღმდეგის ჯარებისა და ტექნიკის რიცხობრივი უპირატესობა. მთიან ყარაბაღში ეს ვერ დავინახეთ, ხოლო ინდივიდუალური მამაცობა ვერ შეცვლის ჯარების მაღალ ორგანიზებულობას თავდაცვის მთელ სიღრმეზე. ამიტომ პრემიერ ფაშინიანის ახალი იდეა, სომხეთის „ახალი ტიპის“ არმიაში დიდი რაოდენობით ქალის ჩართვა უცნაურად გამოიყურება. სწორი დასკვნები არ გაკეთებუ;ა.
განსწავლული და თანამედროვე შეიარაღებით უზრუნველყოფილი მაღალი საომარი ორგანიზებულობა და საბრძოლო ეფექტურობა ქვეყნის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობის თავებში იწყება. და როცა სომხურ საზოგადოებაში ამბობენ, რომ სომხეთმა ყარაბაღს საკმარისი სამხედრო დახმარება არ აღმოუჩინა, ადამიანები მართლები არიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!