პატიოსანი პასუხების მოლოდინში: სომხეთის პრემიერ-მინისტრს უხერხული შეკითხვები დაუსვეს

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშირომან ბაბაიანი და მარგარიტა სიმონიანი
რომან ბაბაიანი და მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაბაიანმა გააფრთხილა ფაშინიანი, რომ საკმარისი ინფორმაცია აქვს და ამიტომ მას არაგულწრფელი პასუხების გაცემა არ გამოუვა  

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. რადიოსადგურ Говорит Москва-ს მთავარმა რედაქტორმა რომან ბაბაიანმა და RT-სა და Россия сегодня-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რამდენიმე კითხვა დაუსვეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ტელეარხ НТВ-ს ტოკ-შოუ "Своя правда-ს" ეთერში.

რუსი სამშვიდობოების გაგზავნა მთიან ყარაბაღში - Sputnik საქართველო
მთიანი ყარაბაღი: რუსი სამშვიდობოების მისიის თავისებურებები

ბაბაიანის თქმით, ის ბაქოში დაიბადა და შესანიშნავად იცის, საიდან დაიწყო კონფლიქტი და როგორ ვითარდებოდა ის. წამყვანმა აღნიშნა, რომ ეცნობოდა თურქულ, აზერბაიჯანულ და სომხურ მედიასაშუალებებსაც, რის შემდეგაც აცნობიერებდა, რომ „რაღაც არასწორი ხდებოდა და ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ სომხეთში, უბრალოდ ატყუებენ“.

„ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მაქვს ფაშინიანთან. მიმაჩნია, რომ ეს შეკითხვები მე უნდა დავსვა და დიდი იმედი მაქვს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი მათზე პატიოსნად მიპასუხებს. საჭირო არ არის ჩემი მოტყუება, იმიტომ რომ მე საკმაოდ ფართო სპექტრის ინფორმაციას ვფლობ და მაშინვე მივხვდები, თუ მოტყუებას დაიწყებთ, ბატონო ფაშინიანო“, ― მიმართა ბაბაიანმა სომხეთის პრემიერს.

ფაშინიანისადმი მისი შეკითხვები ასე გამოიყურება:

  • მართალია, რომ რუსეთი ამ ომის პირველი დღიდანვე გთავაზობდათ დარეგულირების სხვადასხვა და ძალიან კარგ მოდელებს ― არა იმათ, რაც დღეს არის, არამედ ძალიან კარგს? და რომ თქვენ ყურადღებით ისმენდით ამ შეთავაზებებს და ყოველ ჯერზე უარს ამბობდით ― უბრალოდ უარს ამბობდით?
  • მართალია თუ არა, რომ ამ დაპირისპირების პირველივე წამებიდან, ომის პირველივე დღეებიდან თქვენ გთავაზობდნენ დახმარებას და ეს დახმარება თქვენ მომენტალურად გეწეოდათ ― თანაც დიდი ზომებით?
  • მართალია, რომ სომხეთის სამხედრო აეროდრომებზე, და არა მარტო, ათობით რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჯდებოდა?
  • მართალია, რომ თქვენ მიიღეთ შეიარაღების ის სისტემები, რომლებსაც ითხოვდით? პირადად თქვენ ითხოვდით და იღებდით.

„მიპასუხეთ ამ კითხვებზე და მაშინ ჩვენ შევეცდებით გავერკვეთ, გაქვთ თუ არა თქვენ უნარი, პსუხი აგოთ იმაზე, რაც  ჩაიდინეთ, გაქვთ თუ არა უნარი, უხელმძღვანელოთ ქვეყანას.  და შესაძლოა, იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს კიდევ გიჭერენ მხარს, ძალიან ბევრი ახალი შეიტყონ. უბრალოდ უპასუხეთ ამ შეკითხვებს პატიოსნად. თუ პატიოსნად გვიპასუხებთ, მორიგ კითხვებს დაგისვამთ, უკვე უფრო კონკრეტულს და თქვენ ვეღარ მოახერხებთ თავის დაძვრენას“, ― ასე დაასრულა ბაბაიანმა  მიმართვა.  

როგორ მარგარიტა სიმონიანმა აღნიშნა, მასაც ჰყავს სხვადასხვა წყაროები და ფაშინიანს კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა:  

„მართალია თუ არა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ, ბატონო ფაშინიანო, რჩევას ეკითხებოდით, უსასრულოდ ესაუბრებოდით არც ისე მაღალი რანგის მეგობრებს აშშ-ში, და სწორედ ამიტომ აყოვნებდით, ამიტომ არ იღებდით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა მიგეღოთ და რომლებსაც რუსეტი გთავაზობდათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეჩერებულიყო? მართალია თუ არა, რომ ამ მოლაპარაკებებმა და თქვენმა მომლაპარაკებლებმა, თქვენმა აუჩქარებლობამ, თქვენმა გაურკვევლობა და ორ სკამზე დაჯდომის მცდელობამ მოიტანა ის, რაც მოიტანა?“ ― დასვა შეკითხვა სიმონიანმა.    

კოლეგის შეკითხვის კომენტირებისას ბაბაიანმა განაცხადა, რომ მან იცის პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ დაიცდის, სანამ მას ფაშინიანი არ გამოეხმაურება.

ყველა ახალი ამბავი
0