დღის სტატისტიკა: რა დაავადებები აღენიშნებოდათ კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს

© photo: Sputnikბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა  33 ადამიანი, მათ შორის  თბილისში –  10,  აჭარაში – 7, იმერეთში – 10, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 2, კახეთში – 1, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 32 წლის იყო

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 12 პაციენტის თანმდევი დაავადებების შესახებ შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა  33 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10,  აჭარაში – 7, იმერეთში – 10, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 2, კახეთში – 1, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 669 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
მთავრობა: სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 55 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსთან ერთად, შემდეგი თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის უკმარისობა;

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილ 68 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის უკმარისობა;

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 86 წლის ქალის ანამნეზის თანახმად, მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი;

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი 59 წლის მამაკაცია;

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გავრცელება რეგიონების მიხედვით: თბილისი კვლავ ლიდერია

კლინიკა „მედცენტრში“ 57 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი;

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 45 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც „კოვიდ-19“ და ესენციური ჰიპერტენზია ჰქონდა;

ბათუმის სამედიცინო ცენტრში 32 წლის კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა, რომელსაც აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი და იყო ინსულინდამოკიდებული.

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, სამი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.

60-დან 80-წლამდე მამაკაცებს, სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად გულის პრობლემაც ჰქონდათ. მათი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეოთხე პაციენტი 92 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო შეყვანილი. ის კლინიკაში შეყვანიდან ნახევარ საათი დაიღუპა. მასაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით გარდაიცვალა ზუგდიდის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი ნინელი ჭითანავა. ის მკურნალობის კურსს ჯერ რუხის კლინიკაში გადიოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ის თბილისში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი 10 დღის წინ დაუდგინდა.

ინფორმაცია დანარჩენ 21 პაციენტზე არ ვრცელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 76658-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 161), კარანტინის რეჟიმშია 2 425, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 355 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 361 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0