კორონავირუსის გავრცელება რეგიონების მიხედვით: თბილისი კვლავ ლიდერია

© Pixabay / photo: Pixabay / fernandozhiminaicelaტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 76 658-ს მიაღწია

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3 504 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 232 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე ისევ იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 619, აჭარა – 603, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397, შიდა ქართლი – 140, ქვემო ქართლი – 122, კახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 97, გურია – 94, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.
მანიკა ასათიანი - Sputnik საქართველო
„მეც მომაკითხა, ასე გადაწყდა“ - ცნობილ ქართველ ტელეწამყვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. საავადმყოფოებში მკურნალობს 5 355 ადამიანი, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 2 541, აჭარაში – 890, იმერეთში – 1 049.

ქვეყნის მასშტაბით სულ 749 მძიმე პაციენტია, მათ შორის თბილისში – 375, აჭარაში – 121, იმერეთში – 162. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის თბილისში – 168, აჭარაში – 88, იმერეთში – 30.

კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობს 3 361 ადამიანი,  მათ შორის 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 282 – იმერეთში.

ბინაზე მკურნალობს 8 573 პირი, რაც აქტიური შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 425 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 418, აჭარაში - 1 309, ხოლო იმერეთში – 32.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 ნოემბრის პერიოდში საზღვრიდან გადმოყვანილია 14 897 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 671 პირი, აჭარაში – 18 460, იმერეთში – 4 921.

ყველა ახალი ამბავი
0