მთავრობა: სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე კვლავ აღინიშნა, რომ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. მთავრობა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება, აღინიშნა დღევანდელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდება

საქართველოში ბოლო ორ თვეში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. ამასთან დაკავშირებით მთავრობა დააწესა წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები. ერთ-ერთია დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
საქართველოს დიდ ქალაქებში დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 76658-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 161), გარდაიცვალა – 669, კარანტინის რეჟიმშია 2 425, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 355 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 361 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0