ქართველმა ახალგაზრდებმა სლოვაკები დაამარცხეს – ჯერი უფროსებზეა

© courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფში მეხუთე მატჩი მოიგო და 15 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ფეხბურთში სლოვაკეთი ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით კი დაასრულა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.

ქართველმა ახალგაზრდებმა სლოვაკ თანატოლებს საწყის წუთებშივე აქტიურად შეუტიეს. მარჯვენა ფლანგიდან ესპანური „ლევანტეს“ შემტევის გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი სლოვაკ მცველს მოხვდა და ავტოგოლის წყალობით საქართველოს ნაკრები მე-9 წუთზე დაწინაურდა.

ფეხბურთის ბურთები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებს მოუგო

შეხვედრის პირველ ტაიმში ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ხოლო მეორე ტაიმის 78-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილის დარტყმის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს, 91-ე წუთზე სლოვაკეთის ნაკრებმა მიროსლავ გონოს ზუსტი დარტყმით ერთი გოლი გაქვითა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. 10 ტურის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 15 ქულით მე-3 პოზიცია დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ ჯგუფში ფრე არ უთამაშია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარცხი - შვეიცარიამ სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა>>

ქართველმა ახალგაზრდებმა წინა შეხვედრა 13 ოქტომბერს აზერბაიჯანელ თანატოლებთან გამართეს და ანგარიშით 1-0 სძლიეს.

დღეს კი, 21:00 საათზე მთავარი შეხვედრა დაიწყება – საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას „ერთა ლიგის“ გათამაშების D დივიზიონის ფინალში დაუპირისპირდება. გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0