08:09 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (872)
50 0 0

ჯგუფში პირველ ადგილს შვეიცარიის ნაკრები 21 ქულით იკავებს. მას საფრანგეთი 3 ქულით ჩამორჩება. საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრებები კი 9-9 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ

თბილისი, 10 ოქტომბერი - sputnik. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა EURO 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი შეხვედრა გორში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0-3 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი გოლი 27-ე წუთზე საფრანგეთის „ნიცას“ თავდამსხმელმა დენ ნდოიმ შეაგდო. მატჩის მეორე ნახევარში ლაკვეხელიანის მხრიდან წესების დარღვევას თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაშვებული მეორე უპასუხო გოლი მოჰყვა, ხოლო საბოლოო ანგარიში 0-3 81-ე წუთზე შვეიცარიელთა ნახევარმცველმა პეტარ პუსიჩმა დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ვასილ მაისურაძის გუნდს ხუთი საკვანძო ფეხბურთელი აკლდა - უგუნდოდ დარჩენილი გიორგი არაბიძე, რომელმაც უკვე დიდი ხანია ქართველ გულშემატკივარს თავი დაავიწყა, კვლავ არ იყო მოედანზე. ასევე გუნდს აკლდნენ მეკარეები – ლუკა გუგეშაშვილი და გიორგი მამარდაშვილი. ამ უკანასკნელს ლიხტენშტაინთან მიღებული წითელი ბარათი გამოჰყვა და ქართველების კარს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მეკარე ლუკა სანიკიძე იცავდა. დაგროვებული ბარათების გამო გამოტოვა შეხვედრა გიორგი კუციამაც.

ჯგუფში პარალელურად კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. სლოვაკმა ახალგაზრდება აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. საფრანგეთმა ლიხტენშტაინი კი ხუთი უპასუხო გოლის წყალობით გაანადგურა და ჯგუფში მეორე ადგილი გაიმყარა.

ჯგუფში პირველ ადგილს შვეიცარიის ნაკრები 21 ქულით იკავებს, რომელსაც საფრანგეთი 3 ქულით ჩამორჩება და მეორე პოზიციაზეა. საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრებები კი 9-9 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

ქართველი ახალგაზრდები შემდეგ მატჩს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 13 ოქტომბერს გორში გამართავენ.

თემები:
სპორტის ამბები (872)

მთავარი თემები