თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამრცხა და უეფას ერთა ლიგის ფინალში გავიდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე პენალტიდან თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად ყველა კომპონენტში ჯობნიდა თავის მეტოქეს. აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ბელარუსის ფეხბურთელებმა გიორგი ლორიას კარში ვერცერთხელ ვერ დაარტყეს.
ტურნირის ფინალში, რომელიც ასევე თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონია - კოსოვის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
ფინალის გამარჯვებული მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.
მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა - საქართველოს ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ათასობით ქომაგი ერთ სივრცეში განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური რისკი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა 1:0 ანგარიშით მოიგო და ახლა უეფას ერთა ლიგის ფინალი თბილისში გაიმართება!
Sputnik-საქართველოს და Sputnik-ბელარუსს ონლაინ-ტრანსლაციები მიჰყავდათ - უყურეთ დეტალურად, როგორ ჩაიარა მატჩმა.