მაჭავარიანი: სტიმული მუშაობს და ეკონომიკას კრიზისიდან გამოსვლაში ეხმარება

© Sputnik / Vladimir Umikashviliივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და მისი პასუხი 2020 წლის კრიზისზე ადეკვატური იყო, რასაც საერთაშორისო პარტნიორები ადასტურებენ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა ამჟამად გასული წლის დონეზე წარმოებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭაარიანმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, მშპ 0,7%-ით შემცირდა.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა მინიმალური ხდება

„ეს ნიშნავს, რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს სექტემბერში, რაც შარშან გვქონდა. ამავე დროს, უნდა უნდა გვახსოვდეს, რომ, სხვადასხვა შეფასებით, ტურიზმის წილი ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით 9-11 პროცენტია. ჩვენ სწორედ ეს მონაცემები დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად, შარშანდელ დონეზე ვართ“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, წელს ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ფისკალური სტიმული ჰქონდა, რის გამოც ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი 8,5%-მდე გაიზარდა.

„ამ სტიმულის საფუძველზე მოხდა ნაწილობრივი კომპენსაცია იმ ეკონომიკური დანაკლისისა, რაც გამოიწვია ტურიზმის ვარდნამ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფისკალური სტიმული მუშაობს და რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და პასუხი 2020 წლის კრიზისის მიმართ იყო ადეკვატური“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, ამ შეფასებას ადასტურებენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა? საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი>>

სექტემბერთან ერთად საკმაოდ კარგი აქტივობაა ოქტომბერშიც, რასაც შენარჩუნება სჭირდება, განაცხადა მაჭავარიანმა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკის ვარდნამ ცხრა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0