გლდანის ციხეში გიორგი რურუა სცემეს

გამოწერა
ქართული ოპოზიციური პარტიები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ თანამფლობელზე, გიორგი რურუაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

რურუა სასჯელს გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდის. თბილისის საქალაქო სასამართლომ ივლისში რურუა იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
აქტივისტებმა გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით 20 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს

ინფორმაცია რურუაზე თავდასხმის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გაავრცელა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რურუა სხვა პატიმრებმა იმ დროს სცემეს, როდესაც ის ადვოკატთან პაემანზე იყო გამოყვანილი.

„2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: მე არ შევიწყალებ გიორგი რურუას

როდესაც დაიწყო ჩხუბი რურუასა და სხვა მსჯავრდებულს შორის, რურუას თავს დაესხნენ სხვა მსჯავრდებულებიც, რომლებმაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება. მორიგე ქირურგმა რურუას მაშინვე პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება. ამჟამად მიმდინარეობს დაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, ნათქვამია განცხადებაში.

თავად რურუამ ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ აცნობა ყველას, რომ კარგად არის.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია რურუას გათავისუფლებაზე – ყველა დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს

„მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, წინ გამარჯვებისკენ!“ - დაწერა რურუამ თავის Facebook-გვერდზე.

ქართული ოპოზიციური პარტიები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტის და აშშ-ის კონგრესის დეპუტატების ნაწილმა გამოთქვა საკუთარი თვალსაზრისი, რომ რურუა უნდა გათავისუფლდეს.

გიორგი რურუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრ ნიკა რურუას ძმაა და ბევრი ოპოზიციონერის ახლო მეგობარია.

ყველა ახალი ამბავი
0