აქტივისტებმა გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით 20 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს

© photo: Sputnikპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო აქტივისტებმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 20 ათასი ხელმოწერა შეიტანეს, იუწყება „პირველი არხი“. 

გიორგი რურუა - Sputnik საქართველო
რურუას ფაქტორი: „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელისადმი განაჩენი, როგორც სკანდალის საბაბი

აქტივისტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი განცხადებით, გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და ის ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

„ჩვენი მოთხოვნა არის ერთი – უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივით დაკავებული გიორგი რურუა, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და პოლიტიკური რეპრესიები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტისგან ვითხოვთ, რომ იმოქმედოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და გაათავისუფლოს გიორგი რურუა“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ივლისში რურუა ბრალდებულად ცნო და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ოპოზიცია გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო ხელისუფლება – „ჩვეულებრივ დამნაშავედ“, რომელიც არ ღირს საზოგადოების ყურადღებად. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ჩარევისა და ზეწოლის გარეშე მიიღო.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ რურუას შეწყალებას არ აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0