საქართველოს პრეზიდენტი: მე არ შევიწყალებ გიორგი რურუას

© photo: Sputnikპრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 31 ივლისი  — Sputnik.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის გიორგი რურუას შეწყალებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა–ტარების საქმეზე და 4 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. 

გიორგი რურუა - Sputnik საქართველო
გიორგი რურუას პატიმრობა მიუსაჯეს

„მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ქართულმა საზოგადოებამ ჩემზე უკეთ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ  შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ცნობილია ისიც, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამი თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება ორი ოპოზიციური ლიდერის – გიგი უგულავასა და ირაკლი ოქუაშვილის შეწყალების შესახებ. თუმცა, ეს ურთულესი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან სტაბილურობიდან გამომდინარე მიიღო და  ახლა, მსგავს რამეს აღარ გაიმეორებს.

ოპოზიცია გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო ხელისუფლება – „ჩვეულებრივ დამნაშავედ“, რომელიც არ ღირს საზოგადოების ყურადღებად. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ჩარევისა და ზეწოლის გარეშე უნდა მიიღოს. ამასთან ევროპარლამენტისა და აშშ–ის კონგრესის დეპუტატების ნაწილმა რურუასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა რომ რურუა შეწყალებული უნდა იყოს.

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0