ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა უკვე ათზე მეტი საჩივარი დაწერეს

© Sputnik / Shota Nozadzeსაარჩევნო უბანი მარნეულში
საარჩევნო უბანი მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საიას დამკვირვებელთა საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება, რომლებიც საარჩევნო უბენბის გახსნის მომენტში დაფიქსირდა

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დამკვირვებლებმა ამ დროისთვის ათზე მეტი საჩივარი დაწერეს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გამოავლინეს.

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს: ნებისმიერ სამართალდარღვევაზე მოვახდენთ ძალიან სწრაფ და მკაცრ რეაგირებას

როგორც საიას ინფორმაციაშია აღნიშნული, დღის 10:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა, გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.  

დარღვევები ძირითადად ეხება უბანზე დამკვირვებლის არდაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.

კერძოდ, საიას მონაცემებით, დარღვევები დაფიქსირდა:

  • გარდაბნის №19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი არ შეუშვეს;
  • ზუგდიდის №65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს №23, თელავის №54 და მთაწმინდის №3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს - უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია;
  • შუახევში №41 უბანზე წილისყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენად, აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე;
  • მარნეულის №85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.

გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევისა და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები ჩხოროწყუს №17,ზუგდიდის №24 და ბათუმის №35 უბნებზე.

დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებზე - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებს 47 ათასზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება

კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა, აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საიას 700–ზე მეტი დამკვირვებელი მუშაობს

ასოციაცია დღის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში ოთხ პრესკონფერენციას გამართავს. პირველი 10:00 საათზე ჩატარდა. შემდეგი გაიმართება 14:00, 18:00 და 21:00 საათზე.

საია პრესკონფერენციას ასევე გამართავს 1 ნოემბერს 12:30 საათზე.

ყველა ახალი ამბავი
0