არჩევნების დღეს თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი იმუშავებს

© Sputnik / Alexander Imedashviliდამკვირვებელი ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე
დამკვირვებელი ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაცენტრი სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნება. აქ ჟურნალისტები არჩევნების მსვლელობის შესახებ დამკვირვებლებისგან ოპერატიულ ინფორმაციას მიიღებენ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს და მომდევნო დღეს, 1 ნოემბერს თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი იმუშავებს, იუწყება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.

მედიაცენტრში არასამთავრობო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჟურნალისტებს რეგულარულად მიაწვდიან ინფორმაციას არჩევნების მსვლელობისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

ევროსაბჭო - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დააკვირდება

მედიაცენტრი სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნება. აქ ბრიფინგებს გამართავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „მრავალეროვნული საქართველო“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არჩევნებს მთელ საქართველოში 5 ათასზე მეტი დამკვირვებლით მიადევნებს თვალს. 1 ნოემბერს წარმოდგენილი იქნება ხმების პარალელური დათვლის შედეგები.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ საქართველოს მასშტაბით 1 242 დამკვირვებელი ჰყავს. ისინი 3 ათას უბანზე გადანაწილდებიან.

არჩევნები - Sputnik საქართველო
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 28-კაციანი დელეგაცია დააკვირდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნებზე დაახლოებით 600 დამკვირვებელს წარადგენს.

„მრავალეროვნული საქართველო“ 600 დამკვირვებელს გზავნის ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ასევე თბილისის სამ რაიონში – ისანში, სამგორსა და კრწანისში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს ექვს რეგიონს დააკვირდება: კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო–ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი.

საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი.

ყველა ახალი ამბავი
0