საპარლამენტო არჩევნებს 47 ათასზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება

© SPUTNIK / DENIS ASLANOVდამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებზე
დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, უკვე საქართველოშია

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში 47 ათასზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება 48 საერთაშორისო და 120 ადგილობრივი ორგანიზაციიდან, აღნიშნულია ცესკოს ვებგვერდზე.

სულ საქართველოში იმუშავებს:

  • 46 941 ადგილობრივი დამკვირვებელი;
  • 910 საერთაშორისო დამკვირვებელი.

ყველა საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლები, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, უკვე საქართველოშია. ეუთოს ინფორმაციით, არჩევნებს საქართველოში 28-კაციანი ჯგუფი დააკვირდება.

საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ დააზუსტა, რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში არ გაიხსნება საარჩევნო უბნები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) წარმომადგენლებთან ერთად, 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე საქართველოს ეწვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაკაციანი დელეგაცია ტინი კოქსის (ნიდერლანდები) ხელმძღვანელობით. პირველ ნოემბერს ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება ევროპელი დიპლომატების გუნდი. არჩევნების დღეს დამკვირვებლების 70-ზე მეტი ჯგუფი ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს მთელ საქართველოში. მათი მიზანია ოდირი/ეუთოს სადამკვირვებლო ოფისის დახმარება.

ევროპელ დიპლომატთა გუნდი შედგება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან, მათ შორისაა ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოები.  ეს სადამკვირვებლო ინიციატივა სხვა საელჩოებთან, კერძოდ აშშ–და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებთან  მჭიდრო კოორდინაციით განახორციელდება.

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით იმოძრავებს, ევროკავშირის სიმბოლიკიანი ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

პარამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
პროცედურები არჩევნების შემდეგ: როდის ეყოლება საქართველოს ახალი მთავრობა

საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა. ადრე ეუთო/ოდირის ოფისმა გადაწყვიტა, არ გამოეგზავნა საქართველოში 150 დამკვირვებელი კენჭისყრის დღისთვის. დამკვირვებლებს არც ევროპარლამენტი გამოგზავნის.

რაც შეეხება ადგილობრივ დამკვირვებლებს, 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, სადაც ჟურნალისტებს არჩევნების მსვლელობაზე ინფორმაციას მიაწვდიან. მედიაცენტრი სასტუმრო Rooms-ში გაიხსნება, სადაც ჩატარდება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „მრავალეროვნული საქართველოს“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ბრიფინგები .

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დააკვირდება არჩევნებს მთელ საქართველოში ათასზე მეტი დამკვირვებლის დახმარებით.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ საქართველოს მასშტაბით 1 242 დამკვირვებელი ეყოლება. ისინი სამი ათას უბანზე განაწილდებიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წარმოდგენილი იქნება 600-მდე დამკვირვებლით.

„მრავალეროვნული საქართველო“ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში 600 დამკვირვებელს გზავნის. გარდა ამისა, ორგანიზაცია არჩევნების მსვლელობას თვალს მიადევნებს თბილისში: ისანში, სამგორსა და კრწანისში.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან - Sputnik საქართველო
ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და რას უნდა ველოდოთ მათგან? ექსპერტთა პროგნოზები

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა თავის თავზე აიღეს საქართველოს შვიდი რეგიონი: კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი.

რა შეუძლიათ დამკვირვებლებს?

დამკვირვებლებს კენჭისყრისა და ხმების დათვლის დროს საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება აქვთ.

საარჩევნო კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, დამკვირვებლებს უფლება აქვთ, კომისიას საჩივრით მიმართონ. იმ შემთხვევაში, თუ კომისია საჩივარს არ დააკმაყოფილებს ან დარღვევას არ გამოასწორებს, დამკვირვებლებს სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შაბათს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120–ს პროპორციული სისტემით, ხოლო 30–ს — მაჟორიტარული წესით.

 

ყველა ახალი ამბავი
0