„მეამაყება დავით ხვიბლიანი“: თემურ ხვიბლიანი სასამართლოში ჩივილს აპირებს

© Sputnik / STRINGERსპეცოპერაცია ზუგდიდში
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი აცხადებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით ზოგიერთ მედიასაშუალებაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი მის შესახებ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩივილს აპირებს, იუწყება პირველი არხი.

სამხედრო მოსამსახურე აცხადებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ფაქტში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ის სავარაუდო თავდამსხმელად სახელდება.

„ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში, ასევე ის, რომ თანამზრახველად მყოლია ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიაში“, - აცხადებს ხვიბლიანი.

სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 

ხვიბლიანმა განმარტა, რომ ძარცვის დღეს იმყოფებოდა თბილისში, საკუთარ სახლში. მისივე თქმით, ამას არაერთი ადამიანი დაადასტურებს.

თემურ ხვიბლიანი ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთ მძევალთან, დავით ხვიბლიანთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის იყო თავდამსხმელის თანამზრახველი. თემურ ხვიბლიანის თქმით, მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მძევლები არ დაშავებულან.

„სხვათა შორის, დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად, ჯანმრთელები და ცოცხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან. სინამდვილეში ლომის წვლილი მიუძღვის დავით ხვიბლიანს მძევლების უსაფრთხო გამოსვლაში“, – განაცხადა თემურ ხვიბლიანმა.
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
როგორ გამოისყიდეს ნახევარმილიონის ფასად ზუგდიდელი მძევლები - ვრცელდება ვიდეო

თემურ ხვიბლიანი ცრუ ბრალდებების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს.

მედიასაშუალებებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს ყოფილი მძევალი დავით ხვიბლიანიც. მისი განცხადებით, ბოლო დღეებია მის წინააღმდეგ ცრუ და ღირსების შემლახველი ინფორმაცია ვრცელდება.

ხვიბლიანი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიარაღებულმა პირმა ოთხშაბათს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმისას მძევლად აიყვანა და რომელიც შენობის დატოვების შემდეგ თან გაიყოლა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიბლიანი ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია და, შესაბამისად, ცრუ მძევალი.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

სპეცრაზმი ზუგდიდში - Sputnik საქართველო
Lacasa de Zugdidi ანუ ბლოკბასტერები ისვენებენ! ზუგდიდის სპეცოპერაციამ სოცქსელები ააფეთქა

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0