ამირან გამყრელიძე: საქართველომ „წითელ ზონაში“ გადაინაცვლა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი სლოგანია, რომ დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი და იცოდეს მისი ტელეფონი, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ ნარინჯისფრიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით>>

გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელ პირობებში დაავადების მართვის მთავარი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის სექტორში გადადის.

ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი და იცოდეს მისი საკონტაქტო ნომერი. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი დაუკავშირდეს მას და მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედოს. გამყრელიძის თქმით, ეს ის სლოგანია, რომლითაც ის მოქალაქეებს მიმართავს.

„ჩვენი მიზანია, რომ დაახლოებით 14000 აქტიური შემთხვევიდან სტაციონარულ მკურნალობაზე ინფიცირებულების 15-25 პროცენტი იყოს, ხოლო დანარჩენები უნდა იმართონ ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

კორონავირუსის პანდემია. პოლიციელები პირბადის ტარებას აკონტროლებენ - Sputnik საქართველო
ჯერჯერობით მხოლოდ რეკომენდაცია: გაიკეთეთ პირბადე ღია სივრცეშიც

მისი თქმით, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარდა დახურული სივრცეებისა, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც აუცილებელია. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს მეორე სლოგანია, რომელიც მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში არსებული მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს 26. შედეგად – ჩვენი შიდა „შუქნიშნის“ მიხედვით ვართ „წითელ ზონაში“. მეორე მხრივ კი გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში, მილიონ მოსახლეზე გვაქვს 213 თუ 214 ათასი საერთო ტესტი, რაც ეპიდემიის ამ მასშტაბისთვის კარგია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევების ზრდა გაგრძელდება და პიკში ნოემბრის მეორე–მესამე კვირაში შევალთ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.

კორონავირუსის დამარცხება შესაძლებელია: ქობულეთში 87 წლის კაცი განიკურნა>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმშია 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური