COVID-19 საქართველოში: 70-ზე მეტი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია

© photo: AFP 2020 / MARTIN BUREAUსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილ პაციენტებსმძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ და კორონავირუსის ფონზე განუვითარდათ პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 397 თბილისში, 226 კი აჭარაში გამოვლინდა.

„კრიტიკული პაციენტია 70-ზე მეტი. ჩვენ ცენტრში ამჟამად არის 64 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებასა და რეანიმაციაში იმყოფება ექვსი პაციენტი. უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა გახლავთ საშუალოზე მძიმე და მძიმე“, – განაცხადა ენდელაძემ.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით მქონე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან სამი - აჭარაში. მათ შორის ორი ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მესამე პაციენტი არის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, საარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშია“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამა გურამ ვარშალომიძე, რომელიც კლინიკა „მედცენტრში“ მკურნალობდა.

ენმ-ს მიტინგი ბათუმში - Sputnik საქართველო
რეკომენდაციების მიუხედავად: „ნაცმოძრაობამ“ ბათუმში მრავალათასიანი მიტინგი გამართა

77 წლის ქალს აღენიშნებოდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი. მას ჰქონდა თანხმლები დაავადებები: გულის და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იყო ინსულინ დამოკიდებული.

მეორე პაციენტს, ასევე 77 წლის ქალს აღენიშნებოდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. მას ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება.

81 წლის გურამ ბარშალომიძე დაახლოებით 20 დღის წინ კლინიკა „მედცენტრში" ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს, სადაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა და განუვითარდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი მას სხვა თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა - გულის ქრონიკული უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, ესენციური ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტის შედეგები.

მეოთხე გარდაცვლილ პაციენტზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

Многотысячный митинг ЕНД на батумском бульваре - Sputnik საქართველო
ლომჯარია: ბათუმში ათასობით ადამიანის შეკრება უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 958-ით გაიზარდა და 16285-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7827 ადამიანი, გარდაიცვალა – 128, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5900, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0