რეკომენდაციების მიუხედავად: „ნაცმოძრაობამ“ ბათუმში მრავალათასიანი მიტინგი გამართა

© photo : courtesy of United National Movementენმ-ს მიტინგი ბათუმში
ენმ-ს მიტინგი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალათასიან მიტინგზე, მიუხედავად რეკომენდაციებისა, მონაწილეთა უმრავლესობა პირბადეების გარეშე იყვნენ და არ იცავდნენ დისტანციას

თბილისი, 16 ოქტომბერი -  Sputnik. ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ბათუმში მრავალათასიანი მიტინგი ჩაატარა. გამოკითხვების მიხედვით სწორედ ამ ქალაქში აქვს ბლოკს ყველაზე მაღალი რეიტინგი.

აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. „ძალა ერთობაშიას“ შეკრება ბლოკიდან მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამის კორონავირუსით გარდაცვალების გამო დამძიმებული იყო. თუმცა, მიუხედავად ყველა რეკომენდაციისა, აქციის მონაწილეთა უმრავლესობას არ ეკეთა პირბადე და არ იცავდა დისტანციას.

ლევან ვარშალომიძე - Sputnik საქართველო
ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

აქციის აპოგეა კიევიდან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა გახდა. სწორედ მის წარდგენას აპირებს პრემიერობის კანდიდატად „ძალა ერთობაშია“, თუ არჩევნებში გაიმარჯვა.

„ჩვენ არ გვაქვს ხელების ჩამოშვების დრო... გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე... სულ რამდენიმე დღეში საქართველო გათავისუფლდება ამ კოშმარისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

© photo : courtesy of United National Movementმრავალათასიანი მიტინგი ბათუმში
რეკომენდაციების მიუხედავად: „ნაცმოძრაობამ“ ბათუმში მრავალათასიანი მიტინგი გამართა - Sputnik საქართველო
მრავალათასიანი მიტინგი ბათუმში

მან აღნიშნა, რომ საქართველო კორონავირუსის გამოწვევის წინაშე დგას. სააკაშვილმა დაადანაშაულა ხელისუფლება აჭარის ხელოვნურად ინფიცირებაში, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის დაშინებას, რომ ისინი არჩევნებზე არ წასულიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოტრანსლაცია ტექნიკური მიზეზების გამო წყდებოდა, მოქალაქეები სააკაშვილის გამოსვლას აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
მწვავე დებატები საქართველოში: სიცრუეში დადანაშაულება და მოულოდნელი საჩუქრები

„დღეს მე ჩაგეხუტეთ ეკრანით და სულ მალე ჩაგეხუტებით მანდ, ბათუმის ბულვარში და ბათუმის ქუჩებში, საქართველოს თითოეულ ქალაქში... არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, არ მაღელვებს არცერთი კაბინეტი, მაგრამ მე ვარ ძალიან ამბიციური ადამიანი და უსაზღვროდ მჯერა ქართველი ერის“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. პარალელურად აირჩევენ აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრებსაც.

Survation–ის გამოკითხვა: ბათუმში შეიძლება მეორე ტური ჩატარდეს>>

ამჟამად ბლოკი „ძალა ერთობაშია“ აჭარაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანია Survation–ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ მაჟორიტარულ ოლქებში აჩვენა, რომ ბათუმში „ქართული ოცნებისა“ და ბლოკის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებს შორის მეორე ტური შეიძლება გაიმართოს. ეს ერთადერთი გამოკითხვაა, სადაც მმართველი პარტია პირველ წრეში ვერ იმარჯვებს.

ყველა ახალი ამბავი
0