ლომჯარია: ბათუმში ათასობით ადამიანის შეკრება უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა

© photo : courtesy of United National MovementМноготысячный митинг ЕНД на батумском бульваре
Многотысячный митинг ЕНД на батумском бульваре - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელწიფოს მხრიდან, შესაძლოა, საჭირო გახდეს მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება.

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში პირბადის გარეშე და დისტანციის დაუცველად ათასობით ადამიანის შეკრება უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინებად და საზოგადოების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებად მიმაჩნია, წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

გუშინ ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა, ბათუმში მრავალათასიანი მიტინგი ჩაატარა. „ძალა ერთობაშიას“ შეკრება ბლოკიდან მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამის კორონავირუსით გარდაცვალების გამო დამძიმებული იყო. თუმცა, მიუხედავად ყველა რეკომენდაციისა, აქციის მონაწილეთა უმრავლესობას არ ეკეთა პირბადე და არ იცავდა დისტანციას. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ თბილისში დღეისათვის დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმა.

ენმ-ს მიტინგი ბათუმში - Sputnik საქართველო
რეკომენდაციების მიუხედავად: „ნაცმოძრაობამ“ ბათუმში მრავალათასიანი მიტინგი გამართა

ომბუდსმენი კორონავირუსის პერიოდში არჩევნების ჩატარების მსოფლიო გამოცდილებაზე  წერს და ამბობს, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა არჩევნები ძირითადად მარტისა და აპრილის თვეებში გადადეს, რადგან შემოღებული აკრძალვების ფონზე კამპანიის სრულფასოვნად ჩატარება შეუძლებელი იყო, ასევე, არჩევნების დღე შეიცავდა მაღალ რისკს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით.  იქ კი, სადაც ჩატარდა არჩევნები, ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ამ ქვეყნებში შესაძლებელი იყო ხმის მიცემის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება (ონლაინ ხმის მიცემა, ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემა).

„ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის წუხილის საგანს წარმოადგენს ის, რომ მოქალაქეებმა შეიძლება უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე საკუთარი თუ ოჯახების წევრების ჯანმრთელობის გამო, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ცალკეული ფენების საარჩევნო უფლების შეზღუდვის და, შესაბამისად, მათი არათანაბარი მონაწილეობის საფრთხეს ქმნის“, - წერს ლომჯარია.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, იმ ვითარებაში, როდესაც გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში (მაგალითად, ბათუმში) შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, ეს ერთი მხრივ, ორგანიზატორების მხრიდან უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა და , მეორე მხრივ, ცხადია, რომ საარჩევნო პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვას.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
არჩევნები და კორონავირუსი: „ევროპულმა საქართველომ“ პანდემიის გამო საპროტესტო მარში გააუქმა

ლომჯარია სახელწიფოს ვალდებულად თვლის, დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება, მათ შორის, შესაძლოა, საჭიროც გახდეს მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებაც.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. პარალელურად აირჩევენ აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრებსაც.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის ათასს აღწევს

16 ოქტომბრის დილისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელდა 7 613 ადამიანი, გარდაიცვალა -124.

ყველა ახალი ამბავი
0